ავტორი:

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინოფესტივალის ტრიუმფატორია - ფილმი და ლევან გელბახიანი საუკეთესოდ აღიარეს

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინოფესტივალის ტრიუმფატორია - ფილმი და ლევან გელბახიანი საუკეთესოდ აღიარეს

ქართულ-შვედური კინონამუშევარი - "და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის მთავარი კინოფესტივალის, Guldbagge Award 2020-ის გამარჯვებულია. შვედეთის კინოაკადემიამ ფილმს ოთხ ნომინაციაში გადასცა ჯილდო.

გარდა იმისა, რომ ის წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა, კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული ამავე ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის ლევან გელბახიანმა მიიღო, ასევე ჯილდო გადაეცა პროექტის არტ დირექტორს ლისაბო ფრიდელს, საუკეთესო სცენარის ნომინაციაში კი ფილმის რეჟისორმა, ლევან აკინმა გაიმარჯვა.

მოცეკვავე გეი წყვილის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა გასული წლის მაისში, კანის კინოფესტივალზე შედგა. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

ლევან გელბახიანმა შესრულებული როლისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო.

8 ნოემბერს, მაშინ როცა თბილისში ფილმის ქართულ პრემიერას აპროტესტებდნენ, მთავარი როლის შემსრულებელი გელბახიანი მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

მანამდე კი, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი კანის კინოფესტივალის აღმოჩენად მიიჩნია.

New York-ში ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართა

"ისე არ ითამაშო, ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვშალოო" - როგორ მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალებში" ზაზა ფაჩულიას სიდედრი და რას ყვება ქალიშვილის ოჯახზე

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა