ავტორი:

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ლიზა ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი, რომელიც მომღერალს ცნობილი ექიმისგან ჰყავს

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ლიზა ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი, რომელიც მომღერალს ცნობილი ექიმისგან ჰყავს

90-იანი წლების თინეიჯერებს კარგად ახსოვთ მაშინდელი ქართული შოუბიზნესი, რომელიც შეიძლება ითქვას, ყვაოდა. მაშინ ყველაზე აქტიური ცხოვრებით ქართული ესტრადის ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი გამორჩეული სახე კი ლიზა ბაგრატიონი გახლდათ, რომლის პირადი ცხოვრებაც მედიისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო.

პირველ ქორწინებაში ლიზა გიორგი ლეონიძესთან იმყოფებოდა. მეორედ კი კარიერის პიკზე ცნობილ გინეკოლოგს ზაზა სინაურიძეს გაყვა ცოლად. მათი საერთო შვილი ირაკლი (იკაკო) სინაურიძე უკვე 19 წლისაა.

ცნობილი ექიმისა და მომღერლის ქორწინება რამდენიმე წელიწადში დასრულდა და ზაზა სინაურიძეს წლებია უკვე მეორე ოჯახი ჰყავს. ლიზა ბაგრატიონმაც იქორწინა - მისი მორიგი რჩეული "შვიდკაცას" წევრი დათო ნოზაძე გახლდათ, თუმცა ეს ქორწინებაც რამდენიმე წელიწადში დასრულდა.

წარუმატებელი ქორწინებების შემდეგ, ლიზა ბაგრატიონი 2014 წლიდან ურთიერთობაშია 12 წლის უმცროს ალტისტთან გიორგი ცაგარელთან.

რაც შეეხება იკაკო სინაურიძეს, ის ცნობილი მომღერლის ერთადერთი შვილია და ფიზიკურად ძალიან ჰგავს მამას, ასევე ცნობილ ექიმს.

ლიზა ბაგრატიონი იშვიათად ჩნდება მედიაში და შესაბამისად, მას არასოდეს უსაუბრია შვილზე - პოპულარობისგან ყოველთვის იცავდა ერთადერთ ვაჟს.

იკაკოს "ფეისბუქის" გვერდიდან ვარკვევთ, რომ ბიჭი დიდ ბრიტანეთში სწავლობდა, სამუშაო ადგილად კი, კომპანია "ბადაგონი" აქვს მითითებული. მოგეხსენებათ, ლიზა ბაგრატიონი უკვე 15 წელია ღვინის კომპანიის სახეა.

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონას გზა წარმატებამდე - როგორ დაამსხვრია ყველასგან უარყოფილმა მოდელმა სტერეოტიპები