ავტორი:

"ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია..." - ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანის  დაპირისპირება პარლამენტში

"ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია..." - ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანის  დაპირისპირება პარლამენტში

სად შევა, ვის შეხვდება - ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება და თქვენზე უკეთ ვიცით, - ასე მიმართა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

მისი განცხადებით, მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის აკეთებს.

„სახალხო დამცველი სად შევა, ვის შეხვდება, როდის არ შევა, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება. მე მივესალმები იმას, რომ ასეთი მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის მინიმუმ 10 - წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს დაახლოებით 20 - წლიანი და ჩვენ უფრო კარგად ვიცით, თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ამას აქვს თავისი მიზნები, ახსნა, თუ სურვილი გექნებათ შეგვიძლია არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია. ნებისმიერ შემთვხევაში ეს მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, ან მისი გასარჩევი, სახალხო დამცველი რას, როდის აკეთებს, მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

ქალბატონო ნინო, თქვენი მთავარი მეთოდი ვერ იქნება ომერტა, იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ მაყურებელი, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ, რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს.

„მე არ უნდა მიწევდეს თქვენს მაგივრად პროკურატურისთვის მიმართვა თქვენი ანგარიშის მიღების შედეგად. მე ეს ანგარიში გადავაგზავნე პროკურატურაში და მოვითხოვე გამოძიების დაწყება იმიტომ, რომ თქვენ საუბრობთ დანაშაულებზე, რომელიც ამ დაწესებულებებში მომხდარია ან მიმდინარეობს და არ გსურთ თქვათ გვარები.

ქალბატონო ნინო, თქვენი მთავარი მეთოდი ვერ იქნება ომერტა, იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ. მაყურებელი, გვარი, სახელი, ვინ ვის მოსთხოვა იმიტომ, რომ თქვენ გარჩევებსაც კი აღწერთ ძალიან ზედაპირულად, მაგრამ აღწერთ. თუ თქვენ აღწერთ, ე.ი. შეესწარით კიდეც, თუ არ შეესწარით, ვიღაცამ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული. ამიტომ მე მოველი, რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები ითანამშრომლებთ გამოძიებასთან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, როგორც კი ამგვარ ე.წ, ზონებში რომელიმე პატიმარი დააპირებს სხვა პატიმრის ქცევის გაკონტროლებას ან ფულის შეგროვებას, ის ისჯება და პატიმარი ასეთ შემთხვევაში გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებაში.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“.

„ეს არის სახალხო დამცველის წრამომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში.

მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური, თუმცა მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი, მასიური არ არის, მაგრამ არის პრობლემა. ასეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც სხვათაშორის დახეული ჯინსი აცვია და როცა თქვენ მსაყვედურობთ, შენ თანამშრომელს ფორმა არ ეცვა გეგუთშიო და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ პატიმრებს ქუდის ტარების უფლებას, მათ შორის, „კაპიუშონის“, არ ვაძლევთ და ბასკური ბერეტით შეიძლება მიხვდე, მაგრამ ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს საკანში, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში,“ - განაცხადა წულუკიანმა.

ცოტა ხნით ადრე კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მინისტრი თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე იმაზე საუბრობდა, რომ ომბუდსმენი სნეულ პატიმრებთან ან ყოფილ ძალოვნებთან მოსანახულებლად არ შედის, თუ ეს ადამიანები მამა გიორგი მამალაძე ან მირზა სუბელიანი არ არიან. აღნიშნულმა განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, თეა წულუკიანმა დღევანდელი მოხსენება პოლიტიკური დებატის ფორმატში გადაიტანა, რაც მისი თქმით, არასწორია.

კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მინისტრსაც და სახალხო დამცველსაც მიკროფონები გაუთიშა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში

LIVE: გიგი უგულავა "ნიუსრუმში"