ავტორი:

"მეც მაქვს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან... გუშინაც ვუთხარი, რომ "ნაცმოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში" - გიგი უგულავა

"მეც მაქვს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან... გუშინაც ვუთხარი, რომ "ნაცმოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში" - გიგი უგულავა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია აქვს და საკუთარ აზრს უზიარებს. ამის შესახებ გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

უგულავას განცხადებით, მან მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს.

"მეც მაქვს კომუნიკაცია, ჩემს აზრს მას ვეუბნები. მაგალითად, გუშინაც ვუთხარი, რომ ჩემი აზრია, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში. საერთოდ, ვთვლი, რომ პოლიტიკაში მთავარი სიბეცე არის გაბუტვა.

მთელი რვა წელიწადი ეს გზა ვიარე, ბევრთან ვიყავი გაბუტული და ახლა ვცდილობ, რომ არავისთან არ ვიყო გაბუტული, ყველას ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ - დავარწმუნო იმაში, რასაც ვფიქრობ, რომ სწორია.

ამას ხან ვახერხებ, ხან - ვერ ვახერხებ. ამიტომ არ ვაპირებ არავისთან გაბუტვას, არც ჩაჯინებას“, - განაცხადა უგულავამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

პარლამენტმა მეორე მოსმენით 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მიიღო