ავტორი:

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ

ჩინური კალენდრის მიხედვით, 25 იანვარს ახალი წელი დგება, 4 თებერვლიდან კი ვირთხის წელი შემოდის. მათ, ვინც ახალ წელს ჩინური კალენდრითაც აღნიშნავს, ფენ შუის მასტერი თიკა ქოქაშვილი საინტერესო რჩევებს სთავაზობთ.

აქვე გეტყვით, რომ ჩინეთში ახალი წელი მოძრავი დღესასწაულია და ზამთრის ბუნიობის შემდეგ, მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა. ჩინეთში ახალი წელი 15 დღეს გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების მთელ სერიას მოიცავს.

AMBEBI.GE-ს თიკა ქოქაშვილი ესაუბრება:

"25 იანვარს მთვარის პირველი დღეა და სამყაროს კანონის მიხედვით, ახალი წელი ამ დღეს იწყება. აღმოსავლეთში თვლიან, რომ მთვარის პირველი დღე ყველაზე მნიშვნელოვანია და რა განწყობითა და სურვილებითაც შევხვდებით, შემდეგ მთელ წელზე იმუშავებს, რადგან ძალიან ძლიერი დღეა ენერგეტიკულად.

რაც შეეხება 4 თებერვალს, მზის პირველი დღეა და ვირთხის წელი შემოდის. საერთოდ, სამყაროში იშვიათად ხდება, რომ ჯერ მთვარის პირველი დღე დგება და მერე მზის, პირიქით არის ხოლმე, მაგრამ წელს განსაკუთრებულია და ამ შემთხვევას ჩინელები "ლაფშუნს" ეძახიან.

- როგორ უნდა შეხვდეს 25 იანვარს ის, ვისაც სურს რომ ჩინური ახალი წელიც იზეიმოს?

- 24 იანვრის 22:00 საათიდან 25 იანვრის ღამის 11 საათამდე აკრძალულია იატაკის მოწმენდა, რადგან ამ დროს სახლში ენერგია შემოდის. 25 იანვარს არ არის სასურველი თავის დაბანა, უსაგნო სიცილი, სიმთვრალე, მხოლოდ მცირეოდენი ალკოჰოლი მიიღეთ. კარგია, თუ ამ დღეს ახალ ტანსაცმელს ჩაიცვამთ, წახვალთ სამსახურში.

ამ დღეს, ერთ-ერთი მთავარი რიტუალია ჩაის მომზადება: აიღეთ რვა ჭიქა წყალი, რვა ცალი შაქრის ნატეხი და შვიდი სხვადასხვა სახეობის ჩირი: შეგიძლიათ გამოიყენოთ საზამთროს ჩირი ან მურაბა, ფინიკი, მშრალი ფორთოხლის ფირფიტები, ქლიავის, ლეღვის, ვაშლისა და მსხლის ჩირი, ქიშმიში... მათ ვინც უშაქრო ჩაის სვამს, ჩაი უნდა მოამზადონ რვა სახეობის ჩირისგან, ხოლო თუ შაქრით სვამთ 7 სახეობის ჩირი აიღეთ და მერვე ინგრედიენტად შაქარი ითვლება.

წყალი დაასხით ჩირებს და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში და გაანაწილეთ რვა ნებისმიერი ზომის ჭიქაში. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ჩაის შემადგენლობაში იყოს ფორთოხლის ჩირი.

ამ ჩაით გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს, სასურველია თუ რვა ყლუპს მაინც დალევენ

25 იანვარს დილის 11-დან შუადღის ორ საათამდე ხორცეული არ მიირთვათ. ამ დღეს კარგია ოჯახის წევრებმა ერთმანეთს 20-იანი კუპიურები აჩუქონ, რომელსაც მთელი წელი საფულით ატარებენ, შეგიძლიათ ეს იყოს 20 თეთრიანებიც.

სახლის კარის დაკეტვა და გაღება ძალიან კარგია დილის ცხრიდან საღამოს ცხრა საათამდე. კარგია ასევე სურნელოვანი ჩხირების ანთება.

- როგორ უნდა გამოიყურებოდეს საახალწლო სუფრა?

- საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ რვა სახეობის მსუბუქი კერძი. ამ ჩამონათვალიდან შეგიძლიათ რვა სახეობა შეარჩიოთ და იყიდოთ ან მოამზადოთ:

ყველი, სოკო, რძის ნაწარმი, ბოსტნეული, მოხარშული ბრინჯი, ატრია, თევზი, ქათამი (შემწვარი ან მოხარშული) - ეს ოჯახურ ბედნიერებას ნიშნავს. ერთი სახეობა უნდა იყოს ტკბილი საკვები, რომლის გულშიც აუცილებლად იქნება თხილეული. ხილიდან ყურძენი, ფორთოხალი, გრეიფრუტი ან მანდარინი, ციტრუსები მნიშვნელოვანია ძალიან. აუცილებლად დადეთ სუფრაზე წყალი და ჩაი. ყურძნის ნაცვლად შეგიძლიათ ქიშმიში. საჭიროა თხილეულიც.

ასევე აუცილებელია ამ დღეს მეკვლე შემოვიდეს, ისევე როგორც ეს ახალ წელს მოხდა.

- რაიმე რიტუალები თუ არსებობს, რომლებიც ახალ წლამდე უნდა ჩავატაროთ?

- სახლის მისაღებში პატარა ფიალით დადგით ბრინჯი. გადახედეთ, სამზარეულოში ხომ არ გაქვთ გაბზარული ჭურჭელი და გადაყარეთ. ასევე ტანსაცმელი, რომელსაც არ იცვამთ, აუცილებლად გაეცით ჩინურ ახალ წლამდე. მოიშორეთ გარდერობიდან დაზიანებული წინდები და ფეხსაცმელი. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი ადამიანებისთვისთვის, ეცადეთ, რომ ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული გქონდეთ.

ჩინური ახალი წელი ორი კვირის განმავლობაში გრძელდება და შემიძლია დღეების მიხედვით გირჩიოთ, როდის, რისი გაკეთება არის სასურველი.

  • 26 იანვარი - ძალიან კარგია ახლობლების მოსაკითხად, მოსანახულებლად. გაიხსენეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მთელი წელი გახსოვდათ და ვერ ნახეთ.
  • 27 იანვარი - შედარებით რთულია, მაგრამ ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ხარის წელში დაბადებულები, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს სახლიდან არ გახვიდეთ.
  • 28 იანვარს - შეგიძლიათ გაიმეოროთ ჩაის რიტუალი, დაპატიჟოთ მეგობრები. ეს პერიოდი სასურველია გქონდეთ მაგიდაზე თხილეული, რომელიც ვირთხას ძალიან უყვარს.
  • 1 თებერვალს - კარგია ოჯახის წევრებთან ერთად ვახშამი, არ დაგავიწყდეთ ხილის ჩაი მიირთვათ.
  • 3 თებერვალს - კარგია თუ ბოსტნეულის დიეტას დაიცავთ, ზოგადად ენერგეტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია 3-4-5 თებერვალი.
  • 4 თებერვალს - შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად იყოთ, მოინახულოთ კლასელები, ძველი მეგობრები.
  • 5 თებერვალს - ეცადეთ, რომ კონფლიქტში არ შეხვიდეთ არავისთან.
  • 6 თებერვალი - ოჯახის წევრებთან ერთად ივახშმეთ, ეცადეთ, რომ საკვებად რძის ნაწარმი და ბოსტნეული გქონდეთ.
  • 7 თებერვალს - მოამზადეთ ბრინჯის საკვები. ეს გახლავთ ჩინური ახალი წლიდან მეთოთხმეტე დღე და გააქტიურეთ სიმდიდრე.
  • 8 თებერვალი - ეს გახლავთ ჩინური სიყვარულის დღე და ძალიან კარგია ამ დღეს სიყვარულის გააქტიურება. კარგი იქნება შეყვარებულებმა და მეუღლეებმა ერთმანეთს საჩუქრები გაუკეთონ. დაანთეთ საძინებელში წითელი სანთლები. თუ ჯერ დაოჯახებული არ ხართ, უყიდეთ საკუთარ თავს ყვავილები.

ამ 15 დღის განმავლობაში არ არის სასურველი სასაფლაოზე და გასვენებაში წასვლა. ნუ მიხვალთ იმ ოჯახებში სტუმრად, სადაც მიცვალებული ჰყავდათ, თუნდაც ორი თვის წინ...

რუსი მინისტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გასასინჯად სათხილამურო სათვალით მივიდა

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან