ავტორი:

ინტელექტკლუბის მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა - "მგონი ვიგებთ ბროლის ბუს..."

ინტელექტკლუბის მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა - "მგონი ვიგებთ ბროლის ბუს..."

ისტორიკოსსა და ლიტერატორს ნიკოლოზ აგლაძეს, რომელიც ინტელექტკლუბ "რა? სად? როდის?" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რამდენიმე თვის წინ მძიმე დიაგნოზი - ტვინის კავერნომა დაუსვეს. მას მალევე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც სამწუხაროდ წარუმატებელი აღმოჩნდა.

რადგან ნიკას მდგომარეობა გართულდა, 22 იანვარს მას გერმანიაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციისთვის საჭირო იყო 70 ათასი ევრო, რომლის მოსაგროვებლად მოაზროვნის მეგობრებმა აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა გამართეს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, მუზეუმები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სტარტაპერები.

AMBEBI.GE ოპერაციის შემდეგ ნიკა აგლაძის მდგომარეობით დაინტერესდა. როგორც მისი და, ნინა აგლაძე ამბობს, "ნიკა ოპერაციაზე სულ ბროდსკის კითხვით შევიდა". მანვე აღნიშნა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა:

"მადლობა! მადლობა ყველას! „რა?სად? როდის?“ კლუბს მთლიანად, საქართველოს და აზერბაიჯანის კლუბს, მადლობა მწერალთა სახლს, წიბახებს და წიბახა გეიმ კლუბს. ყველას მადლობა ვინც გვერდში გვედგა და გვიდგას!

ჯერ წინ ბევრია, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ!

მეგობრებო, ნიკა გამოდის ნარკოზიდან ნელ-ნელა, ფეხებს ხელებს ამოძრავებს, ხედავს, და ყველაფერი რიგზეა, მე მგონი ვიგებთ "ბროლის ბუს", დიდი მადლობა", - დაწერა მოაზროვნის დამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

როგორც ნინამ AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ჯერჯერობით ინტელექტკლუბის წევრი რეანიმაციაში რჩება და პალატაში გადაყვანის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვევა, როგორია მისი მდგომარეობა.

სურვილის შემთხვევაში, ნიკა აგლაძის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

TBC ბანკი

GE77TB7446645063600040

მიმღები: ნიკოლოზ აგლაძე; დანიშნულებაში მიუთითეთ "ნიკასთვის"

LIVE ნიუსრუმიდან - როგორ ამოწმებენ თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს

ბოლო ხუთ წელში, ავარიებს საქართველოში 2 650-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე?

საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა