ავტორი:

New York-ში ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართა

New York-ში ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართა

Brooklyn, New York-ის Ground Floor Gallery-ში ქართველი, ახალგზარდა შემოქმედის მარიამ მაღლაკელიძის პერსონალური გამოფენა The Tree of Life გაიმართა. გამოფენა კონცეპტუალურად ასახვდა სამყაროსა და ცხოვრების კომპლექსურობას, კავშირებს ადამინებსა და ბუნებას შორის.

მარიამის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მასალასა და ტექნიკაში. ზეთი, აკრილი, მელანი, პასტელი, ალკოჰოლური მელანში შესრულებული ნამუშევრები მნახეველს საშუალებას აძლევდა ემოგზაურათ მარიამის სულიერ სამყაროში.

"მნიშვენელოვანია პროცესი, როცა მხატვარი ემოციებს ფურცელზე ან ტილოზე გადმოცემს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პროცესი, სადაც დამთვალიერებელი სულიერ თუ ემოციურ კავშირს ამყარებს ნამუშევრებთან. ნახატმა გარკვეული ზეგავლენა უნდა მოახდინოს ადამიანებზე, აღძრას ემოცია. მიხარია, რომ ეს კავშირები შედგა ჩემს გამოფენაზე", - მარიამ მაღლაკელიძე.

ახლო მომავალში, მარიამ მაღლაკელიძის კიდევ რამდენიმე პერსონალური გამოფენა იგეგმება New York-ში.

"ისე არ ითამაშო, ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვშალოო" - როგორ მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალებში" ზაზა ფაჩულიას სიდედრი და რას ყვება ქალიშვილის ოჯახზე

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

"ადამიანი - ორკესტრი" - გაიცანით ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, რომელიც ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და უნიკალურ პროექტებზე მუშაობს