ავტორი:

"მის მრევლს მინდა გითხრათ: თქვენ ხართ ბედნიერი, რადგან ამ მამაოსთან გაქვთ საქმე" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომლის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

"მის მრევლს მინდა გითხრათ: თქვენ ხართ ბედნიერი, რადგან ამ მამაოსთან გაქვთ საქმე" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომლის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

ინტერნეტმომხმარებელი კარინა გრიგორიანი, რომლის შვილი ლეიკემიას ებრძოდა, მამა მიქაელ ბუკიას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. საკუთარ ბლოგში გრიგორიანი წერს, რომ აღნიშნულმა მოძღვარმა სრულიად შეცვალა მისი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ.

"თავიდანვე ვიტყვი რომ არ ვარ რელიგიაში გადავარდნილი ადამიანი. ეკლესიაში მხოლოდ დღესასწაულებზე დავდივარ. სადღაც მჯერა, სადღაც არა. როდესაც ჩემი შვილი დაიბადა ყველა მეკითხებოდა როდის უნდა მომენათლა რაზეც ჩემი პასუხი იყო: „როდესაც გაიზრდება თავად მიიღებს გადაწყვეტილებას რა და როგორ უნდა“. მოხდა ისე რომ ჩემი შვილი მძიმე სენით დაავადდა. კლინიკაში დამირეკა ჩემმა ბიძაშვილმა და მთხოვა, რომ მამაოს მოიყვანდა (რეანიმაციაში) და მოვნათლოთო. დაუფიქრებლად დავთანხმდი (რაც გაუკვირდა კიდეც) თითქოს წყალწაღებული ხავსს ვეკიდებოდი. იმ დღესვე მოიყვანა (მამა ზაქარია) სასწრაფოდ მოვნათლეთ (უნდა ვაღიარო რომ როგორც კი მოვნათლეთ ბავშვმა მაშინვე ჭამა დაიწყო. რამდენიმე დღის უჭმელობის შემდეგ).

შემდეგ როდესაც დიაგნოზი დაგვიდგინეს (ლეიკემია) მოვხვდით ონკო-ჰემატოლოგიის დეპარტამენტში. იქ გავატარეთ მკურნალობის 10 თვიანი კურსი. მინდა გითხრათ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველ პარასკევს (არ ყოფილა შემთხვევა რომელიმე კვირა ჩაეგდოს) მოდიოდა ერთი სახე მომღიმარი მამაო რომელიც მეკითხებოდა შეიძლებოდა თუ არა ბავშვის ზიარება. ბავშვი როგორც კი დაინახავდა იწყებდა ტირილს მე კი მიჭირდა უარის თქმა და ყოველ მოსვლაზე ვაზიარებდი, ნელნელა ბავშვიც შეეჩვია და უხაროდა მისი დანახვა. შედიოდა ყველა ბავშვთან ყველას აზიარებდა და ყველას ეხმარებოდა ფინანსურად (ყოველ მოსვლაზე) მცირედით მაგრამ ის მცირედი იქ ბევრისთვის ხსნა იყო. იყო შემხთვევა როდესაც მისი ფინანსური დახმარება ჩემთვისაც ნამდვილი შვება ყოფილა. ამ ყველაფერზე ვამახვილებ ყურადღებას რადგან მანამდე მხოლოდ ჯიპიან და ღიპიან მამაოებზე ვისმენდი ისტორიებს, მე პირადად არმქონია მათთან არანაირი შეხება, მაგრამ ამ მამაომ სრულიად დაანგრია ის შეხედულებები რაც მანამდე მქონდა. ეს იყო მამაო რომელიც რეალურად ეხმარებოდა ავადმყოფ ბავშვებს სულიერად თუ ფინანსურად და ამას აკეთებდა დიდი სიამოვნებით. როგორც შემდეგ გავარკვიე ეს იყო ჩიტაძის ქუჩაზე წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელ ბუკია. მის მრევლს კი მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ის ბედნიერთაგანი რადგან ამ მამაოსთან გაქვთ საქმე, თქვენი შემოწირულობები არ მიდის ჯიპებში და მსუქან ოქროს ჯვრებში, თქვენ რეალურად ეხმარებით ამ არაჩვეულებრივი ადამიანის-მამაოს მეშვეობით იმ ბავშვებს რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება" - წერს ის.

ცნობისთვის, კარინა გრიგორიანის მცირეწლოვან ქალიშვილს ლეიკემია ათი თვის წინ დაუდგინეს. მას შემდეგ გოგონამ მკურნალობის კურსი გაიარა და მძიმე დაავადება დაამარცხა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა