ავტორი:

მაიორი, რომელიც კიტა იზორიას დაკავების ვიდეოში ფიგურირებს, სუს-ის უფროსს მიმართავს - "დაანებეთ თავი ჩემი ოჯახის თვალთვალს"

მაიორი, რომელიც კიტა იზორიას დაკავების ვიდეოში ფიგურირებს, სუს-ის უფროსს მიმართავს - "დაანებეთ თავი ჩემი ოჯახის თვალთვალს"

მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს, მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სუს-ის შენობასთან მაიორმა გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „მთავარის“ მიერ გასაჯაროებულ ვიდეოში ლევან იზორიას ძმას კიტა იზორიას აკავებს.

გიორგი დვალიშვილის განმარტებით, თვალთვალიდან გამომდინარე, მისი არასრულწლოვანი შვილები მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან.

“მინდა მივმართო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, დაანებეთ თავი ჩემს ოჯახზე თვალთვალს. ჩემზე თვალთვალი არ არის პრობლემა, მე დასამალი არაფერი არ მაქვს. მზად ვარ ახლაც, შევიდე და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, თუ რამე აინტერესებთ. მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს. მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით. მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ, თვალთვალი მათზე, ყოფნა სადარბაზოში ეს უკვე ძალიან ზედმეტია. სადარბაზოშიც არიან და ყოვლად წარმოუდგენელია, რას აკეთებენ სადარბაზოში.

ვეღარ ვიცავ ვერც ჩემს ბავშვებს ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ, შეწყდეს ეს უკანონობა, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვაზე გავცე პასუხი. აქ ვარ არსად არ მივდივარ. ერთადერთი შემიძლია, ვიფიქრო, რომ შეგნებულად აკეთებენ, რომ ზეწოლა მოხდეს ჩემს ოჯახზე და ამის მერე ჩემზე არის ეს დარტყმა. ძალიან ძნელია. შეიძლება, ყველაფერს ებრძოლო, ყველაფერს გაუწიო წინააღმდეგობა, მაგრამ საკუთარ შვილებს, რომლებიც დახმარებას გთხოვენ, ეს არის აუტანელი“, - განაცხადა მაიორმა გიორგი დვალიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მას ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ არავინ დაკავშირებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს,-ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.

"აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით გავრცელებული მსგავსი ბრალდებები არ ეფუძნება ფაქტებსა და მტკიცებულებებს და მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება", - ნათქვამია ინფორმაციაში

ცნობისთვის, 23 იანვარს „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, კადრების შესახებ ინფორმირებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

რას ეძებს საქართველოში "ფრონტერა" 1997 წლიდან? - ბევრისთვის უცნობი ფაქტები, კონგრესმენების წერილებში მოხსენიებულ კომპანიაზე

ჯოზეფ ბორელი და მიშელ ბარნიე განმარტავენ, რას ნიშნავს ბრექსითი ევროკავშირისა და ბრიტანეთის პარტნიორებისთვის

დეპუტატ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური ანგარიში