ავტორი:

ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადმოჰყავთ

ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადმოჰყავთ

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურ ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. სოფელ სათივესთან, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მანქანაში მყოფი 5-დან 10 წლამდე ასაკის 3 ბავშვი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.

ქვიშხეთთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა - დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია

მაშველებმა მდინარე ლაჯანურადან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

"წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია" - ვინ არიან ცაგერელები, რომლებიც ავარიის დროს მანქანით ცხენისწყალში გადავარდნენ