ავტორი:

ქვიშხეთთან ავარიას მამა და სამი შვილი ემსხვერპლა - დედა მძიმე მდგომარეობაშია

ქვიშხეთთან ავარიას მამა და სამი შვილი ემსხვერპლა - დედა მძიმე მდგომარეობაშია

ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანამდე.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან - 33 წლის ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი შვილი - ორი ბიჭი და ერთი გოგონა, ხოლო ბანძელაძის მეუღლე, 30 წლამდე ასაკის ქალი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბანძელაძეების ოჯახი ქუთაისიდანაა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბაქარ ბანძელაძე წლების მანძილზე საზღვარგარეთ მუშაობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. წყვილს გუშინ ქალიშვილის იუბილე ჰქონდათ, რომელიც ბაკურიანში აღნიშნეს. საზარელი ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ბანძელაძეები იქიდან ბრუნდებოდნენ.

ბაქარ ბანძელაძე

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ