ავტორი:

"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - პროფესორ გია ბაღაშვილის პრეზენტაცია პრაღაში უცხოელი ელჩებისთვის

"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - პროფესორ გია ბაღაშვილის პრეზენტაცია პრაღაში უცხოელი ელჩებისთვის

24 იანვარს, პრაღაში, საქართველოს საელჩოში დიდი წარმატებით ჩატარდა ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ გია ბაღაშვილის პრეზენტაცია თემაზე: "საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი".

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის 10 ქვეყნის ელჩი: ესპანეთის, თურქეთის, უნგრეთის, ტაილანდის, პერუს, განას, მოლდოვას, სომხეთის, იემენისა და ეგვიპტის.

ტაილანდის ელჩი ურეერატ ჩარეონტო, საქართველოს ელჩი მარიამ რაქვიაშვილი, პროფესორი გია ბაღაშვილი, პერუს ელჩი ლილიანა დე ოლარტე დე ტორეს მუგა, განის ელჩი ვირჯინია ჰესსე

მარიამ რაქვიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში:

„ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა დღეს, ჩეხეთში, საქართველოს საელჩოში, პროფესორ გია ბაღაშვილის მიერ. ღონისძიებას დაესწრნენ ელჩები ბევრი ქვეყნიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაცია სწორედ ამ ტიპის სამეცნიერო თემატიკით, რომელიც ეხება ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ღვინო და ქართული პოლიფონია.“

ანხელ ლოსადა ტორეს ქუევედო, ესპანეთის ელჩი ჩეხეთში:

"გაკვირვებული და აღტაცებული ვარ ქართველი პროფესორის პრეზენტაციის უმაღლესი ხარისხით. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ყოფნის საშუალება მომეცა".

საიდ მოჰამედ ელსაიდ ჰინდემი, ეგვიპტის ელჩი ჩეხეთში:

"დაუვიწყარი შთაბეჭდილებით მივდივარ პროფესორ ბაღაშვილის პრეზენტაციიდან. განცვიფრებული დავრჩი იმ მრავალფეროვნებით, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს გამოარჩევს. განსაკუთრებით საინტერესო იყო სამეცნიერო მასალის გაცნობა, რომელიც ადასტურებს რომ ღვინის წარმოშობის 8000 წლიანი ისტორია სწორედ თქვენს ქვეყანას უკავშირდება. დღევანდელმა საღამომ მომცა სტიმული ბევრად მეტი შევიტყო საქართველოს შესახებ".

ურეერატ ჩარეონტო, ტაილანდის ელჩი ჩეხეთში:

„გამორჩეულად საინტერესო პრეზენტაციას დავესწარი. უამრავი ახალი რამ შვიტყვე საქართველოს კულტურის შესახებ. უღრმესი მადლობა პროფესორ ბაღაშვილს და საქართველოს საელჩოს ჩეხეთში.“

ვირჯინია ჰესსე, განის ელჩი ჩეხეთში:

„ძალზე ვისიამოვნე დღევანდელი პრეზენტაციით. ღვინისა და ქართული პოლიფონიის ასეთი მდიდარი ისტორია უაღრესად შთამბეჭდავია. განსაკუთრებით მოვიხიბლე ქართული მრავალხმიანი სიმღერით, რომელიც კოსმოსში ყოფილა გაგზავნილი.“

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით.

ლილიანა დე ოლარტე დე ტორეს მუგა, პერუს ელჩი ჩეხეთში:

"პროფესორ ბაღაშვილის ლექციამ საქართველო ხელახლა შემაყვარა. ასეთ დინამიურ და მრავალმხრივ პრეზენტაციას იშვიათად დავსწრებივარ. დიდი მადლობა".

"ნინი მოსკოვში ჩარჩა... მეშინია ხათუნას არაფერი გადაედოს" - ზურა ხაჩიძე მაღალი სიცხის გამო თვითიზოლაციაშია

რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს