ავტორი:

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაავადების პრევენციის მიზნით, სახლიდან მუშაობს და ცდილობს გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეს. მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე სახლიდან მუშაობას ვერ ახერხებს, თუმცა ტელევიზიიდან თავისუფალ დროს, ქალიშვილთან ტაისია ჯაკობიასთან ერთად სახლში ატარებს.

დედა-შვილი ახლა ქრისტინეს ბაბუის სახლში ცხოვრობს, სადაც როგორც ქრისტინემ გვითხრა, პატარა ბაღის გაშენებასაც გეგმავენ.

- ქრისტინე, რა შეცვალა თქვენთვის კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, როგორ ატარებთ დროს სახლში?

- სულ სახლში ვართ მე და ჩემი შვილი ტაისია, მაგრამ კვირაში ერთხელ მიწევს ტელეეთერში ყოფნა, რათა გავართო ხალხი, რომელიც სახლშია. მე ვიპოვე გამოსავალი და ვიცი, როგორ გავატარო სახლში დრო ჩემს სასიკეთოდ. ადეკვატურად აღვიქვამ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, ჩემს გარშემოც არავინ არის პანიკაში, ვიცავთ რეკომენდაციებს. ვიცი, რომ მთავარია დავრჩეთ სახლში და ასეც ვიქცევი.

ახლა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ბავშვობიდან მიყვარს სახის ნიღბები და ვაკეთებ, მაქვს ძაფები და ვქსოვ. როგორც იცით, ბალერინა ვიყავი, შესაბამისად თავიდანვე ვვარჯიშობდი, როდესაც უშუქობის გამო გაკვეთილი გვიცდებოდა, სახლში ვვარჯიშობდი, სახლში ვარჯიში უცხო არ არის ჩემთვის.

მაქვს ჩემი ჯგუფი, რომელშიც 12 ათასი ადამიანია გაწევრიანებული და მათი სურვილით, მათთან ერთად ვვარჯიშობ ყოველდღე პილატესს. ბოლო სამი თვე ისე აეწყო, „დიდი სცენაც“ მიმყავდა, ამიტომ ვარჯიშისთვის ვერ მოვიცალე, ახლა კი შესანიშნავი დროა ამისთვის.

- როგორც ვიცი, ეზოში ბაღის გაშენებასაც აპირებთ...

- სანამ კორონავირუსის პანდემია გამოცხადდებოდა, ვიყიდე ფოცხი და ბარი, მინდოდა ბაღის გაშენება. პროფესიონალი არ ვარ ამ საკითხში, ამიტომ ბევრს ინტერნეტში ვკითხულობ, ბევრ რამეს კი პროფესიონალებს ვეკითხები. როდესაც ეზოს გავალამაზებ, ფოტოებსაც დავდებ. სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი, ბაბუას სახელოსნო იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ, აქ არავინ ცხოვრობდა, მე ეტაპობრივად დავიწყე მისი მოწესრიგება და გადმოვედით აქ საცხოვრებლად.

- არ გიჭირთ ბაღში მუშაობა?

- როცა ვიღლები, ეზოში მუშაობით, სხვა საქმის კეთებას ვიწყებ. უთო, სარეცხი... ონლაინ სამუშაოც მაქვს. უკვე ზაფხულის სამოსის მოწესრიგებაზეც გადავედი, ვრეცხავ, ვხეხავ და ვარ.

- ქალიშვილი გეხმარებათ ეზოს მოწესრიგებაში?

- ტაისია ძალიან კარგი გოგოა და ყველაფერში მეხმარება. ჩვენ შინაური ცხოველებიც გვყავს, ბაჭია, ძაღლი, ეზოში არიან ლოკოკინები. აქამდე დროის უქონლობის გამო, ბევრ აქტივობას დიდი დოზით ვერ ვახერხებდი, თორემ ახალი ჩემთვის არაფერი არ არის. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ქსოვას და ა.შ.

- თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯანსაღ კვებას, როგორი მზარეული ხართ?

- დიდი მზარეული არ ვარ, ბავშვობიდან ჯანსაღად ვიკვებები. მაშინ ყველაფერი უგემური იყო, ოღონდ ჯანსაღი ყოფილიყო და ინგრედიენტებისგან გამოცლილ საკვებს ვიღებდი. რაც გავიზარდე ინტერნეტში შესაბამის გვერდებზე ვკითხულობ, როგორ გავაგემრიელო ჯანსაღი საკვები. ხალხი რითაც იკვებება, ნახევარზე მეტი გასინჯულიც არ მაქვს.

- სტუმრებს იღებთ ახალ სახლში?

- რამდენიმე მეგობარი ვართ, ვინც პირველივე დღიდან ვკონტაქტობთ და ასე ვთქვათ, ერთი კლასტერი ვართ. ყოველდღე არ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ როცა ვხვდებით, ვიცავთ დისტანციას.

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან

"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა