ავტორი:

გამოიმუშავე თანხა მარტივად: "კადრები ფილმიდან" - განახლებული "მუვიჯი" ახალ პროექტს იწყებს

გამოიმუშავე თანხა მარტივად: "კადრები ფილმიდან" - განახლებული "მუვიჯი" ახალ პროექტს იწყებს

ალბათ ყველა კინომოყვარულს აქვს პერსონალური კინო-კოლექცია, ხოლო საყვარელ ფილმებში, განსაკუთრებულად სამახსოვრო მონაკვეთები, რომელიც მისთვის სრულ ფილმთან, ხანდახან კინოსთანაც კი ასოცირდება. ადამიანები ამ განსაკუთრებულ მონაკვეთებს ფოტოების, ფრაზების და ვიდეოების სახით, პირად კინო-ბიბლიოთეკაში აარქივებენ, უფრო ხშირად კი სოციალური ქსელების საშუალებით გაცილებით ფართო აუდიტორიას უზიარებენ.

შეგვიძლია თუ არა საყვარელი საქმის(ჰობის) მონეტიზაცია? - განახლებული new.movie.ge ახალ პროექტს იწყებს, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია გამოიმუშაოს ფული და კინოს სიყვარული შემოსავლის წყაროდ გადააქციოს.

დადგენილია რომ მოკლე მონაკვეთი ფილმიდან, მისი ყურების სურვილის ტრეილერის ნახვაზე მეტად ამძაფრებს. რამდენიმე ხნის წინ Movie.Geს ახალი კატეგორია “კადრები ფილმებიდან” დაემატა, სადაც სწორედ ასეთი მოკლე, საინტერესო და სახალისო მონაკვეთებია განთავსებული.

ამიერიდან კი “კადრები ფილმებიდან” საზოგადოებრივი პროექტია - ყველა კინომოყვარულს ან დაინტერესებულ პირს აქვს სარგებლის მიღების შესაძლებლობა. მან უბრალოდ უნდა შეარჩიოს და ამოჭრას საინტერესო მონაკვეთი სასურველი ფილმიდან, გადმოგზავნოს მითითებულ მისამართზე და ამაში შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს.

პროცესის დეტალური აღწერისთვის უყურეთ ვიდეოს

საქართველოში +17 გრადუსამდე დათბება - უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზი

"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - პროფესორ გია ბაღაშვილის პრეზენტაცია პრაღაში უცხოელი ელჩებისთვის

სახეზე ნიღაბი და ქუდი გრძელი ფოჩებით - "გრემი 2020"-ის ყველაზე უცნაურად ჩაცმული ვარსკვლავები