ავტორი:

"ისე მიყვარხარ, რომ ყველაფერი მოგეცი..." - კობი ბრაიანტის ემოციური წერილი კალათბურთს, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ

"ისე მიყვარხარ, რომ ყველაფერი მოგეცი..." - კობი ბრაიანტის ემოციური წერილი კალათბურთს, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკული გარდაცვალების ამბავმა მთელი მსოფლიო შეძრა. NBA-ის ვარსკვლავი თავისი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა, ხოლო პროფესიულ დონეზე თამაშს თავი 2016 წელს დაანება.

წასვლამდე, ბრაიანტი ემოციური წერილით გამოემშვიდობა კალათბურთს. სწორედ ამ წერილის საფუძველზე, 2018 წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - Dear Basketball, რომელმაც კალათბურთის ლეგენდას "ოსკარი" მოუტანა.

AMBEBI.GE გთავაზობთ კობი ბრაიანტის წერილს კალათბურთისადმი, რომლის წაკითხვაც ემოციის გარეშე შეუძლებელია...

"ძვირფასო კალათბურთო!

იმ მომენტიდან, როცა მამაჩემის წინდებით კალათბურთს ვთამაშობდი და წარმოსახვაში "ლეიკერსისთვის" გამარჯვების მომტან ბურთს კალათში ვაგდებდი, ერთ რამეს მივხვდი:

მე შენ მიყვარხარ! ისე ძალიან მიყვარხარ, რომ ყველაფერი მოგეცი - ჩემი გონებიდან და სხეულიდან დაწყებული, ჩემი სულით დამთავრებული...

ძალიან ვარ შენზე შეყვარებული, როგორც ექვსი წლის ბიჭი.

მე არასდროს დამინახავს გვირაბის დასასრული, მე მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავდი, თუ როგორ მოვრბოდი ამ გვირაბიდან

მე დავრბოდი... დავრბოდი წინ და უკან, ყველა მოედანზე,

ვიბრძოდი ყველა დაკარგული ბურთისთვის... შენს გამო.

შენ ჩემგან თავდადებას ითხოვდი და მე ჩემი გული მოგეცი.

მე ოფლით და გულით ვთამაშობდი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გამოწვევა იყო, არამედ იმიტომ, რომ შენ მეძახდი.

მე ყველაფერი გავაკეთე შენთვის, მაგრამ შენც ყველაფერი მომეცი - შენ მე სიცოცხლე მაგრძნობინე!

შენ, 6 წლის ბიჭს, ოცნება მომეცი და ამის გამო ყოველთვის მეყვარები.

მაგრამ ახლა ჩემი სხეული მეუბნება, რომ დამშვიდობების დროა. და არაუშავს...

მზად ვარ, გაგიშვა..

მინდა, რომ იცოდე, ჩვენ ორივეს შეგვიძლია დავიმახსოვროთ ყველა მომენტი, რომელიც ერთად გვქონია... კარგიც და ცუდიც.

ჩვენ ერთმანეთს ყველაფერი მივეცით, რაც გვქონდა. და ორივემ ვიცით, არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება შემდეგ...

ყოველთვის ის ბავშვი ვიქნები წინდებით რომ თამაშობდა და წინდების ბურთს ოთახის კუთხეში, ნაგვის ურნაში აგდებდა...

ხუთი წამი დარჩა, ბურთი ჩემს ხელშია: 5...4...3...2...1

ყოველთვის მეყვარები, კობი."

ეს კი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ziUc0OCDmoU" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

კობი ბრაიანტი 26 იანვარს, კალიფორნიასთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ვერტმფრენში სულ ცხრა მგზავრი იყო და მათ შორის კალათბურთელის 13 წლის გოგონა, ჯინა. ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.

"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."