ავტორი:

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამ" სთორიზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოხვდა. მსახიობი რამდენიმე ქვეყნის ქალი ლიდერების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებმაც მისი თქმით, "ბევრი რამ შეცვალეს".

"მაშინ, როცა სამყაროში ცვლილებების მოწინააღმდეგეთა ხმაური ისმის, ცვლილებები, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც ხდება. მიეცით უფლებები ქალებს და შეცვალეთ მსოფლიო", - წერს ენისტონი და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბევრი სახელმწიფოს მმართველ რგოლში წამყვან ადგილებს ქალები იკავებენ.

"სთორზე" ზურაბიშვილთან ერთად, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, ნეპალის პრეზიდენტის ბიდჰია დევი ბჰანდარის, ტაივანის პრეზიდენტის ცაი ინ-ვენის, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, სლოვაკეთის პრეზიდენტის, ასევე ტრინიდადის და ტობაკოს პრეზიდენტის, ამერიკის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას და სხვა ლიდერი ქალის ფოტოებიც არის.

შორენა ბეგაშვილის ესპანური არდადეგები - ტელეწამყვანმა საყვარელ მამაკაცს ჩააკითხა

"რამდენიმე საათით ადრე დიდ შეხვედრამდე" - ორსული ნუცა ქავთარაძის ახალი ფოტოები

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები