ავტორი:

"მწვანე ბარათის" მიღება რთულდება - აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ახალი პირობების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა

"მწვანე ბარათის" მიღება რთულდება - აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ახალი პირობების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, იმ ლეგალური მიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-ში სოციალური დახმარებით სარგებლობას საჭიროებენ, „მწვანე ბარათის“ მიღება რთულდება.

„როიტერსის“ ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნული ნორმა დაბლოკა.

გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, კანონის ახალი ნორმა მთელს ქვეყანაში დაამკვიდროს, გარდა ილინოისის შტატისა, სადაც ქვედა ინსტანციამ მისი განხორციელება დაბლოკა.

სარჩელები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ნიუ-იორკის, კონექტიკუტისა და ვერმონტის შტატების, ასევე ნიუ-იორკ სითისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო შეტანილი.

შეგახსენებთ, კანონპროექტით აშშ ლეგალური მიგრანტებისთვის „მწვანე ბარათის“ მიღების პირობებს ამკაცრებს. კერძოდ, მწვანე ბარათის მიღება ყველაზე მეტად გაურთულდებათ იმ ლეგალურ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში სოციალური დახმარებით (public charge) სარგებლობას საჭიროებენ. ახალი წესის თანახმად, საიმიგრაციო ოფისები განიხილავენ ისეთ ფაქტორებს, როგირიცაა ასაკი, განათლებისა და ინგლისური ენის ცოდნის დონე, რათა დაადგინონ, მიგრანტი აშშ-ში ფინანსურად დამოუკიდებელ ცხოვრებას შეძლებს, თუ სოციალური დახმარება დასჭირდება.

ჩინელებმა ორ დღეში დაასრულეს შენობის რეკონსტრუქცია, სადაც კორონავირუსით დაავადებულთათვის 1000-საწოლიანი კლინიკა გაიხსნა

"თალიბანის" გაკეთებული არ არის... ასეთებს რეიტინგის ასაწევად იწერენ" - რეალურად რა გახდა ავღანეთში აშშ-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი

მეზობლებმა უჩივლეს მამაკაცს, რომელმაც ნახევარმილიონიანი სახლი ცისარტყელის ფერებად შეღება