ავტორი:

როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ლიტერატურა?

როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ლიტერატურა?

კლასიკური თუ პროფესიული ლიტერატურისგან „გადაღლილებს“, ხანდახან რამე ახლის წაკითხვის სურვილი გვიპყრობს. მისი აღმოჩენის შემდეგ კი თითქმის იგივე განცდა გვეუფლება, მოგზაურობისას, უცხო ქვეყანაში ახალი კერძის განსხვავებულ გემოს რომ შეიგრძნობ და აღფრთოვანდები, გაინტერესებს, აქამდე რატომ არ იცოდი მისი არსებობის შესახებ.

თანამედროვე ლიტერატურა, რამდენადაც მრავალფეროვანი, იმდენად დამაბნეველია, რადგან ზღვა მასალაში უფრო და უფრო რთულდება ყველაზე საინტერესოს აღმოჩენა. ძიებაში კი შეიძლება, ბევრი უინტერესო რომანი წაიკითხო, უამრავი დრო დაკარგო და საბოლოოდ, ხელიც კი ჩაიქნიო თანამედროვე ლიტერატურაზე.

როგორ ვიგებთ ახალი და საინტერესო ავტორების შესახებ?

ამის ერთ-ერთი გზა მეგობრები და ჩვენი გარემოცვაა. ისინი საინტერესო ლიტერატურის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებენ და ერთგვარ ბიძგს გვაძლევენ, თავადაც გავეცნოთ მათ.

ასევე, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო სოციალური ქსელებია. ადამიანებს ძალიან გვიყვარს საკუთარი აზრის დაფიქსირება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენზე რამემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ, ჩვენი „ფეისბუქ“ მეგობარი საინტერესო ავტორზე რომ აღფრთოვანებული აქვეყნებს პოსტს, გავრბივართ და მის წიგნს დაუყოვნებლივ ვკითხულობთ.

მიუხედავად ამისა, ინფორმაციის აღნიშნული წყაროები შეიძლება, ბოლომდე ვერ გვივსებდნენ დანაკლისს, რასაც ლიტერატურაში საინტერესო სიახლეების აღმოჩენა ჰქვია. სწორედ აქ ერთვებიან გამომცემლობები, რომლებიც მსოფლიოში უკვე აღიარებული თანამედროვე ავტორების აღმოჩენაში სხვადასხვა პროექტით გვეხმარებიან.

საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში გვახსოვს, გვეხმარებოდა ყველაზე პოპულარული პროექტები: „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, „ახალი ქართული ლიტერატურა“ და სხვა. ეს პროექტები დასრულდა, თუმცა არ დასრულებულა მათი გავლენა ჩვენზე. თუ ვინმე გვკითხავს, როგორ უნდა შევარჩიოთ კლასიკური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, თამამად შეგვიძლია ვურჩიოთ ზემოთ აღნიშნული სერია.

რა ხდება თანამედროვე ლიტერატურის შერჩევის შემთხვევაში?

კლასიკური ლიტერატურისა და ახალ ქართველი ავტორების მსგავსად, გამომცემლობა „პალიტრა L”მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ავტორების ჩვენთვის გაცნობაზეც ზრუნავს. გამომცემლობის პროექტი „წლის ბესტსელერი“ უახლესი მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებებს აერთიანებს.

როგორც გამომცემლობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, თითოეული წიგნი და ავტორი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. მათ შორის, ბუკერის, ნობელის, პულიცერის, გონკურნების, IMPAC-ის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი მწერლები და წიგნები კრიტიკოსებმა გამორჩეულად შეაფასეს და წლის ბესტსელერებად აქციეს.

აღნიშნული სერია მკითხველს, საშუალებას აძლევს, გაეცნოს ყველაზე თანამედროვე ენით დაწერილ საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც გულგრილს არავისდატოვებს.

გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას რამდენიმე მათგანზე:

· ლეონ ლეისონი - „ხის ყუთზე შემდგარი ბიჭი“

ეს ოსკარ შინდლერის სიის ყველაზე უმცროსი წევრის ლეონ ლეისონის თავგადასავალია, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ.

· ჰიზერ მორისი - „აუშვიცის ტატუისტი“

როგორც სათაური გვამცნობს, წიგნი საკონცენტრაციო ბანაკში მიმდინარე პროცესებს და კონკრეტულად, ერთ ებრაელ ბიჭს ეხება, რომელც აუშვიცის სისასტიკეს იმის წყალობით გადაურჩა, რომ ტატუისტი გახდა და ათეულათასობით ტყვეს ნომრავდა. ისტორია სავსეა დაძაბულობით, სევდით, ტკივილით, სიყვარულითა და იმედგაცრუებით...

· ქეთრინ რაიან ჰაიდი - „გადაუხადე სხვას“

„გადაუხადე სხვას“ შთამბეჭდავი ამბავია ბიჭისა, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, სამყაროს შეცვლის იმედს არ კარგავს.

· მერი-ენ შეფერი - „გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება“

ისევ ომის პერიოდი, გერმანელთა ოკუპაცია და მწერლისა და მისი თაყვანისმცემლის საინტერესო ისტორია, რომელიც დიდი მწერლური ოსტატობით არის მოთხრობილი.

· ჯილ სანტოპოლო - დაკარგული სინათლე

ეს რომანი მოგვითხრობს სიყვარულის ისტორიას, რომლის გმირებიც ამ დიდი გრძნობის გამო კარიერაზე უარს ვერ ამბობენ. საბოლოოდ კი მის დასაბრუნებლად ლამის მთელი ცხოვრების გაღება უწევთ.

ჩამოთვლილი რომანების გარდა, სერია კიდევ არაერთ საინტერესო ნაწარმოებს მოიცავს. თუ გაინტერესებთ მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ლიტერატურა, მაშინ ეს სერია თქვენთვის ახალი შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების აღმოჩენის ადგილი გახდება.

ბლოკნოტში დაწერილი ავტომატურად გადადის სმარტფონში - Moleskine-ის ჭკვიანი საწერი კომპლექტი უკვე საქართველოშია

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომრის მთავარი თემები

"პალიტრა L" საიუბილეო წელს სიახლეებით ხვდება - გამომცემლობის რებრენდინგი