ავტორი:

როგორია ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ინფექციური ცენტრის ხელმძღვანელის კომენტარი

როგორია ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ინფექციური ცენტრის ხელმძღვანელის კომენტარი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც ყაზბეგიდან თბილისში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ ექნებათ.

მისი ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს ასევე ერთმა ქართველმა მამაკაცმა მიმართა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

"დღეს იყო ორი ასეთი შემთხვევა. ერთი - მოგვმართა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, ქართველმა, რომელიც მუშაობს ჩინეთში, ჩამოვიდა ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. მან მოგვმართა ტემპერატურის მომატებით, ის თავის ფეხით მოვიდა და ახლა მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში, რაც შეეხება ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის 9 მოქალაქეს, მოიყვანეს უკვე ახლა, ისინი ასევე აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ, რამდენადაც ვიცი, 21 იანვარს გამოფრინდნენ იქიდან.

მათგან ორს - ბავშვებს, ტყუპებს, როგორც გვითხრეს, 6 თუ 7 წლის ბავშვებს აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება, შესაბამისად, არსებული რეკომენდაციების მიხედვით ვინაიდან, აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება და არიან ჩინეთიდან, ეს ბაშვები მიჩნეული არიან შესაძლო შემთხვევად კორონავირუსით ინფექციის და ისინი მოთავსებული იქნებიან ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩაუტარდებათ ყველა სათანადო გამოკვლევა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გვაქვს მრავალი ათეული წლის გამოცდილება და თუ გამოირიცხა კორონავირუსით ინფექცია,

მათ ჩაუტარდებათ მენეჯმენტი, როგორც ჩვეულებრივ მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის პაციენტებს და გამოჯანმრთელების შედეგ გაწერილი იქნებიან კლინიკიდან, ხოლო თუ დადასტურდა ინფექცია, რისი ალბათობა ნაკლებია, წინასწარი მონაცემებით, ვფიქრობთ რომ ამ ბავშვებს ეს არ ექნებათ, მაშინ ჩაიტარებენ მკურნალობის სრულ კურსს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

"თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, მზად ვართ მივიღოთ" - ჯანდაცვის მინისტრი

თუთა ცქიტიშვილმა წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ ლეიკემია დაამარცხა - "მასთან გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია"

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე