ავტორი:

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს უამრავი ეპიდემიოლოგიური კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მისივე თქმით, ამერიკელ მეცნიერებს აქვთ მოსაზრება ვირუსის შესაძლო პრევენციასთან დაკავშირებით:

"ამერიკელ მეცნიერებს აქვთ საინტერესო თეორია, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია დაიცვას ადამიანი კორონავირუსისგან.

ეს მოსაზრება არსებობს, იმიტომ რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, ბავშვებში პრაქტიკულად არ არის ვირუსის მძიმე შემთხვევები, ასევეა ახალგაზრდებშიც. გარდაცვლილთა შორის კი უმრავლესად არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ჰქონდათ.

თუმცა, ყველა თეორია ჯერ არ არის მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული, ასე რომ თეორიებზე ჯერ საუბარი არ შემიძლია" - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, კორონავირუსის 9 692 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიკვდილიანობა მომატებულია.

"ძალიან სწრაფად იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა. ორი დღის განმავლობაში, გუშინ და დღეს დილისთვის 1982 -ით გაიზარდა ანუ დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 9 692 შემთხვევა, მათ შორის, 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ასევე მომატებულია სიკვდილიანობა, ამ დაავადებით გარდაცვლილია უკვე 213 ადამიანი და ასევე დაკვირვების ქვეშ არის რამდენიმე ათასი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ხაზს ვუსვამ, ყველა ამ სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ეს, როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა გლობალური ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღის ბოლოსთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან კონკრეტულ რეკომენდაციებს ელოდებიან.

"ჩვენ ალბათ, დღეს და ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციებს მივიღებთ. ახლა არის ზოგადი რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, გახლავთ ჩინეთისთვის და გახლავთ სხვა ქვეყნებისთვის. 3 ჯგუფად არის ეს რეკომენდაციები გაყოფილი. ჩვენ ველოდებით, რომ დღეს, დღის ბოლოსთვის, იქნება უკვე კონკრეტული რეკომენდაციები ევროპის ქვეყნებისთვის.

ამაზე მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი და ამ რეკომენდაციებს შემდგომ გაგიზიარებთ. მაგრამ იმ ზოგად რეკომენდაციებში, რაც დღეს გახლავთ, გამომდინარე გუშინდელი გადაწყვეტილებიდან, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო მიჰყვება, აკეთებს და აკეთბდა ყველაფერს, რასაც ეს რეკომენდაციები გვეუბნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით" - საპატრიარქოს განცხადება

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არასრულწლოვანია