ავტორი:

"მხოლოდ ქართულში" ფინალური შოუსთვის ემზადებიან - რა სურპრიზი ელოდება მაყურებელს და როგორი მოლოდინი აქვთ კონკურსანტებს

"მხოლოდ ქართულში" ფინალური შოუსთვის ემზადებიან - რა სურპრიზი ელოდება მაყურებელს და როგორი მოლოდინი აქვთ კონკურსანტებს

მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“ დასასრულს უახლოვდება. 4 კონკურსანტი - თამთა ხუხნაიშვილი, ანა ქურთუბაძე, ნინი შონია და გიორგი ძოწენიძე ფინალური შოუსთვის ემზადებიან. მათ ხალხური სიმღერებისა და ქართული კინომუსიკის წარმოდგენა მოუწევთ.

როგორ აფასებენ ისინი განვლილ ნახევარფინალურ ტურს, რა მოლოდინები აქვთ ფინალური შოუს წინ და როგორია მათი განწყობა, ამაზე AMBEBI.GE-ს ორი კონკურსანტი, თამთა ხუხუნაიშვილი და ნინი შონია ესაუბრა.

თამთა ხუხუნაიშვილი:

- ნახევარფინალს რაც ეხება, ვნერვიულობდი, რადგანაც დიდი პასუხისმგებლობა იყო, ამასთან, ფინალის წინა ტურში ყველაფერი გასათვალისწინებელია და ცხადია, ღელვაც ამიტომ მატულობს. ჩემი ბათუმელები გვერდით ძალიან დამიდგნენ, დააფასეს ის, რასაც ვაკეთებ.

ტურს რაც შეეხება, ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო ნახევარფინალში მონაწილეობა. პასუხისმგებლობას კიდევ ის სწევდა, რომ ჟიურის წევრების - ლელასა და სტეფანეს სიმღერებს ვასრულებდით. ვფიქრობ, რომ კარგად გამოვიდა. კარგი ტური აღმოჩნდა. ის იმედები, რაც სტეფანეს და ლელას ჰქონდათ, მგონი, ყველამ შეძლებისდაგვარად გავუმართლეთ. მოკლედ, კარგი ტური იყო მაყურებლისთვისაც, რადგანაც უმრავლესობა მათ სიმღერებს უსმენს და მღერის. ასევე ჩვენი შრომაც დაფასდა. ლელამ და სტეფანემაც ძალიან საჭირო კომენტარები გააკეთეს.

- თამთა, ბოლო ტურში, უკვე მერამდენედ, ლაივკონცერტის ლიდერიც გახდი. რა ემოციას იწვევს ეს, როდესაც ხალხის რჩეული ხარ?

- რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ. ამ დროს საკუთარ თავს ვეუბნები, - როგორც ჩანს, ყელაფერი სწორად გავაკეთე და გამომივიდა, ანუ ის, რაც ჩაფიქრებული მქონდა. ეს ყველაფერი კი მეტი სტიმულია ჩემთვის, რომ შემდეგ ტურზე ყველაფერი კიდევ უკეთ გავაკეთო.

ფინალში გვექნება ხალხური ტური და კინომუსიკა, რისთვისაც ახლა სერიოზულად ვემზადებით.

- რა არის ფინალში ყოფნა?

- ეს არის ის, თუ რატომაც ამ კონკურსში მოვედი, რომ ფინალში ვყოფილიყავი. ყველაფერში დიდი შრომაა ჩადებული. ფინალი არის ამ ყველა გამოსვლის, ტურის, ნამღერის შემაჯამებელი და წერტილიც უნდა დაისვას. ოღონდ, წერტილს გააჩნია, როგორ დასვამ - თუ კარგად დავსვი, მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება. ამიტომ, ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი.

- ხალხური სიმღერა ოდესმე თუ გიმღერია?

- კი, ბავშვობიდან ვმღეროდი და მიყვარს. მართლა ძალიან რთულია, მაგრამ შეიძლება გამიადვილდეს, რადგანაც ბავშვობიდან მქონდა ხალხურ სიმღერებთან შეხება და ძალიან მიყვარს.

- ზოგადად ფინალი წინ როგორი მოლოდინი გაქვს?

- არ ვიცი, რა იქნება. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ.

ნინი შონია:

- ნახევარფინალური ტური ჩემთვის იყო განსხვავებული, რადგანაც შევასრულე ისეთი სიმღერები, რაც ჩემთვის მანამდე უცხო იყო და მაყურებელმა ამის გამო სცენაზე სხვანაირი ნინი შონია იხილა. ამის მერე ნამდვილად დავრწმუნდი იმაში, რომ სხვადასხვანაირი ჟანრის მორგება შემიძლია და ამის საშუალება ნახევარფინალში მომეცა. მაყურებელმაც მიიღო.

ვცდილობ, ყოველ ტურში ვიყო ნინი შონია და არა ვიღაცასთან იმიტირებული და მიმსგავსებული. ამ ტურშიც, კი ვიმღერე განსხვავებული სიმღერები, მაგრამ ვიყავი მაინც ნინი შონია, თუმცა ჩემი შინაგანი სამყარო არის აკადემიურობა. კარგია, როცა სხვა ჟანრსაც მოერგები და ეს ტური ამ მხრივ ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ჩემგან ამ ჟანრში არავინ ელოდა ასეთ შედეგს. ის კი არა, ჩემი ძმა იყო გაოცებული, გულშემატკივრების ოთახში იყო და რომ მიყურებდა, ვერ იჯერებდა, რომ მე ვიყავი...

- ფინალში ხარ. როგორ ემზადები ამისთვის?

- ზოგადად მგონია, რომ საფინალო ტურიც იქნება გამორჩეული, განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი. რა თქმა უნდა, ვემზადები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგი შედეგი მივიღო, ასევე სცენაზე დგომით - სიამოვნება. ეს ემოცია კი გადავცე ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერენ და აქამდე მომიყვანეს.

თამთას და ნინის ფოტოების ავტორია გერმანელი ფოტოგრაფი: Mariani Wichert

"მძიმე დაავადება ჰქონდა, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა..." - მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

ვინ არის 23 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც სერიალში პრინცესა დიანას როლს ასრულებს - გოგონა ლედი დის ასლია

"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული თამთა ხუხუნაიშვილი გახდა