ავტორი:

ვინ არის 23 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც სერიალში პრინცესა დიანას როლს ასრულებს - გოგონა ლედი დის ასლია

ვინ არის 23 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც სერიალში პრინცესა დიანას როლს ასრულებს - გოგონა ლედი დის ასლია

2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში პოპულარული სერიალის, The Crown-ის მეოთხე სეზონი გამოვა. სერიალის გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი სეზონი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგანაც მასში პრინცესა დაიანა უნდა გამოჩნდეს.

გადასაღები მოედნიდან უკვე ვრცელდება ფოტოები. ლედი დის როლის შემსრულებელმა მსახიობმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ის ძალიან ჰგავს პრინცესას.

ფოტო The Crown-ის გადასაღები მოედნიდან
ეს ფოტო 1983 წლის აპრილშია გადაღებული და მასზე პრინცესა დიანაა აღბეჭდილი, რომელიც ავსტრალიას სტუმრობს

პრინცესას როლს ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი, 23 წლის ემა კორინი ასრულებს. ემას აქამდე რამდენიმე სერიალში მიუღია მონაწილეობა, თუმცა მხოლოდ ეპიზოდურ როლებში და საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ახლა კი, როცა The Crown-ის მეოთხე სეზონი ჯერ ეკრანზე არ გამოსულა, ემა კორინის მიმართ საოცრად დიდი ინტერესია და ის უკვე ვარსკვლავად იქცა.

ახალბედა მსახიობის აზრით, ის სრულებით არ ჰგავს პრინცესა დიანას და რომ არა მეგობრების თხოვნა, სერიალის ქასთინგზე არც მივიდოდა. გოგონა იხსენებს, რომ როდესაც პრინცესას სტილის სამოსი ჩააცვეს, ყველა მიხვდა, დიანას როლზე სწორედ ის უნდა დაემტკიცებინათ.

სერიალში პრინცესას ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდებს იღებენ და მისი როლის შემსრულებელს მსგავს სამოსს აცმევენ, საბოლოო ჯამში კი, იდენტური ვიზუალი სახეზეა.

52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა

"დიდებული საუკუნის" მსახიობმა პოლიციელები დაჭრა და მძევლები აიყვანა -  მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

მონიკა ბელუჩის ქალიშვილის თვალისმომჭრელი სილამაზე - ახალი ფოტოები Dolce & Gabbana-ს რეკლამიდან