ავტორი:

იტალიაში, ბინების ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქეები - 42 წლის მამაკაცი და 44 წლის ქალი დააკავეს

იტალიაში, ბინების ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქეები - 42 წლის მამაკაცი და 44 წლის ქალი დააკავეს

იტალიურმა პოლიციამ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბრინდიზში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები: 42 წლის ლ.რ. და 44 წლის ქალბატონი ლ.ი. დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, აღმოაჩინეს სახლი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ბინების გასაქურდ მატერიალურ და ტექნიკურ ბაზად იყენებდნენ.

ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია საეჭვო წარმოშობის მრავალი ობიექტი, რომელთა მფლობელობის და წარმოშობის დამტკიცება საქართველოს ორმა მოქალაქემ ვერ მოახერხა, მათ შორის: Asus-ის ბრენდის ლეპტოპი, Sony PSP, ტომ ტომ-ის ნავიგატორი, სამზარეულოს დანა-ჩანგალიების ნაკრები და 58 ცარიელი კარტრიჯი. ამასთან, ნაპოვნია სხვადასხვა ხელსაწყოები და გასაღებები, რომლებსაც ბინის გასატეხად იყენებდნენ.

„ლ.რ. - ს სასამართლოს ჩანიშვნამდე შიდა პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ლ.ი. გაათავისუფლეს. კარაბინიერისა და სახელმწიფო პოლიციის გამომძიებლებმა ზემოაღნიშნული ჯგუფის მიერ ჩადენილ სხვა ქურდობებზეც დაიწყეს მოკვლევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სლოვაკეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს