ცხინვალში სამხედრო ქალაქი გაიხსნა

ცხინვალში სამხედრო ქალაქი გაიხსნა

ცხინვალში მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო ქალაქი გაიხსნა. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

ექსპლუატაციაში შევიდა ექვსი კორპუსი, მათგან ოთხი რუსი ოფიცრების ოჯახების, ორი კი ჯარისკაცების საერთო საცხოვრებლებია. ახალი ბინები სულ 36 ოჯახს გადაეცა.

ცერემონიას ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე ვადიმ ოდრინსკი, მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის მეთაური ალქსანდრე შუშუკინი, ასევე ბაზის ოფიცერთა შემადგენლობა ესწრებოდნენ.

"სამხედრო ბაზის აღჭურვა, კულტურული ცენტრისა და სამედიცინო პუნქტის მშენებლობა იმის დადასტურებაა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს იმას, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა თავი ამ გარნიზონში ისევე კომფორტულად იგრძნონ, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ სხვა გარნიზონში", - განაცხადა ორდინსკიმ.

ბინების გასაღებების გარდა რუსმა სამხედროებმა სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. უშუალოდ ბინებში კი მათთვის საჭირო ავეჯიც არის შეტანილი.

წელს ბაზის ტერიტორიაზე ასევე იგეგმება სასადილო დარბაზის და სავაჭრო-საყოფაცხოვრებო კომპლექსის მშენებლობის დასრულება. 1 დეკემბრისთვის კი დამატებით ჯარისკაცებისთვის კიდევ 5 საერთო საცხოვრებელს, სამედიცინო პუნქტს, სპორტულ დარბაზს, სასწავლო კორპუსს და ოფიცრების კორპუსს ააშენებენ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?