ავტორი:

რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა, ჰონგ-კონგში კი, ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის მოთხოვნით, ექიმები გაიფიცნენ

რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა, ჰონგ-კონგში კი, ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის მოთხოვნით, ექიმები გაიფიცნენ

რუსეთი, დღეიდან, ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 3 თებერვლიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათზე, სარკინიგზო მომსახურება დროებით შეიზღუდება,“ - აღნიშნულია რუსეთის რკინიგზის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

სარკინიგზო მიმოსვლა მოსკივი-პეკინის მიმართულებით 31 დეკემბრიდან შეწყდა.

ჰონგ-კონგში კი ასობით მედიცინის მუშაკი გაიფიცა. ისინი ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ, ჰონგ-კონგმა ჩინეთთან სარკინიგზო და საბორნო მიმოსვლა შეწყვიტა, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის.

„თუ საზღვარი სრულად არ ჩაიკეტება, ჩვენ არ გვექნება საკმარისი ადამიანური რესურსი, დამცავი აღჭურვილობა, არც საიზოლაციო ოთახები, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებას შევებრძოლოთ“, - განაცხადა კლინიკების ალიანსის თავმჯდომარე ვინი იუმ.

ექიმების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, აქციები უფრო მასშტაბური გახდება და მათ სხვა ექიმები და ექთნებიც შეუერთდებიან.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ჰონგ-კონგში ახალი კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მიმდინარე მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსი 17 300 ადამიანს დაუდგინდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 360-ს გადააჭარბა.

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს მიაღწია - უახლესი ცნობები ჩინეთიდან

როგორია კლინიკა, რომელიც უხანში კორონავირუსით დაავადებულთათვის 10 დღეში ააშენეს

გამომშრალი და ნაწიბურებიანი კანი - რა მდგომარეობაში არიან ჩინელი მედიკოსები კორონავირუსთან უწყვეტ რეჟიმში ბრძოლის გამო