ავტორი:

ქეით მიდლტონი BAFTA-ს დაჯილდოებაზე ძველი კაბით მივიდა - ფოტოები ცერემონიის წითელი ხალიჩიდან

ქეით მიდლტონი BAFTA-ს დაჯილდოებაზე ძველი კაბით მივიდა - ფოტოები ცერემონიის წითელი ხალიჩიდან

ლონდონში, ბრიტანეთის ფილმებისა და ხელოვნების აკადემიის დაჯილდოება BAFTA 2020 გაიმართა.

BAFTA-ს ცერემონიას ვარსკვლავებთან ერთად დაესწრნენ, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია - პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, განსაკუთრებული ყურადღება ქეითის კაბამ მიიპყრო. ფანებს არ გამოჰპარვიათ, რომ ეს კაბა ჰერცოგინიას ადრეც ეცვა. კონკრეტულად კი, 2012 წელს, როცა ოფიციალურ მიღებაზე მალაიზიის ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

კაბა Alexander McQueen-ისაა. ქეითმა მას Van Cleef & Arpels-ის მარგალიტის ყელსაბამი შეუსაბამა, ეკეთა ამავე ბრენდის საყურე, ხელში ჰქონდა Anya Hindmarch-ის კლატჩი და ეცვა Jimmy Choo-ს ფეხსაცმელი.

როგორც BAFTA-ს პრესსპიკერი ამბობს, წელს დაჯილდოების დრესკოდი სადა სამოსი იყო და ვარსკვლავებს ისეთი კაბები უნდა სცმოდათ, რომელთა შექმნაც არ აზიანებს გარემოს.

ქეით მიდლტონის გარდა, დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე გამოჩდნენ სხვა ვარსკვლავებიც, მათ შორის, შარლიზ ტერონი, ზოე კრავიცი, რენე ზელვეგერი , მარგოტ რობი და სხვები.

შარლიზ ტერონი Dior-ის კაბით
ზოე კრავიცი Saint Laurent-ის კაბაში
რენე ზელვეგერი Prada-ს კაბით
მარგოტ რობი Chanel
ემილია კლარკი Schiaparelli-ის კაბით
სკარლეტ იოჰანსონი Versace-ს კაბით

"მძიმე დაავადება ჰქონდა, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა..." - მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

ვინ არის 23 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც სერიალში პრინცესა დიანას როლს ასრულებს - გოგონა ლედი დის ასლია

"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული თამთა ხუხუნაიშვილი გახდა