ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ

რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია, რომელიც პირველად ჯანდაცვაში ვიზიტების 1%-ს წარმოადგენს. იგი ისევე გავრცელებულია, როგორც წელისა და თავის ტკივილი. პრობლემა ერთი შეხედვით სერიოზულად არ აღიქმება, თუმცა საკმაოდ შემაწუხებელია და შეიძლება სერიოზული დაავადების მიმანიშნებელიც კი იყოს. სწორედ ამიტომ პაციენტებს, ვისაც თავბრუსხვევა აწუხებთ, აუცილებელია, რომ მიმართონ ექიმს და მისი გამომწვევი მიზეზები გამოიკვლიონ.

ეს პრობლემა შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული და სხვადასხვა პროფილის ექიმთან კონსულტაცია გახდეს საჭირო. თუმცა არსებობს კვლევა - ვიდეონისტაგმოგრაფია, რომელიც თავბრუსხვევის გამომწვევ მიზეზს ადგენს და შემდეგ პაციენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტთან გადამისამართება ხდება.

ვიდეონისტაგმოგრაფია „ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი გერმანული აპარტით ტარდება და მას ოტო-რინო-ლარინგოლოგი ინგა გოგია ატარებს. ზოგადად, თავბრუსხვევის პრობლემასა და ვიდეონისტაგმოგრაფიაზე თავად ექიმი გოგია გვესაუბრება.

რა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული თავბრუსხვევა?

სამი ტიპის თავბრუსხვევა არსებობს. პერიფერიულია თავბრუსხვევა, რომელიც ვითარდება ვესტიბულურსისტემაში შემავალი, საფეთქლის ძვალში მოთავსებული პერიფერიული ორგანოსუკმარისობის გამო და ამ შემთხვევაში მკურნალობა ოტო-რინო-ლარინგოლოგის პრეროგატივაა. ცენტრალური თავბრუსხვევა ვითარდება ვესტიბულური ნერვის ან ტვინის ღეროსადა ნათხემის ცენტრალური კავშირის უკმარისობის გამო. ამ შემთხვევაში მკურნალობა ნევროლოგმა უნდა ჩაატაროს. ამავდროულად არსებობს მესამე ტიპის თავბრუსხვევაც, რომელიც არ არის დაკავშირებული ორგანულ პათოლოგიასთან, არც თავის ტვინთან და არც პერიფერიასთან.

იმის დასადგენად კი, თუ რომელი წარმოშობისაა თავბრუსხვევა, ვიყენებთ ვიდეონისტაგმოგრაფიას.

რის საფუძველზე ხდება თავბრუსხვევის დიაგნოზის დასმა?

კვლევის ჩასატარებლად დაახლოებით 1 საათი გვჭირდება. ამ დროის დიდი ნაწილი ანამნეზის შეკრებას სჭირდება. დიაგნოზის დასმის დროს ანამნეზს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ჩვენთან კვლევაზე მოსულ პაციენტს ვეკითხებით, რას გრძნობს თავბრუსხვევის დროს, მას უბრალოდ თვალთ უბნელდება თუ გრძნობს საკუთარი სხეულისა და საგნების ტრიალს. თუ ამ ტრიალს გრძნობს მაშინ მას სისტემური თავბრუსხვევა აწუხებს. თუ უბრალოდ თვალთ უბნელდება, მაშინ თავბრუსხვევა არასისტემურია.

პაციენტს ასევე ვეკითხებით, რამდენი ხანი გრძელდება თავბრუსხვევის ეპიზოდი, რით არის ის პროვოცირებული და რამდენად ხშირად მეორდება. ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, პაციენტს თავბრუსხვევის დროს აქვს თუ არა გულისრევა და ღებინება, უგუბდება თუ არა ყურები.

თითოეული ამ დეტალის დაწვრილებით გამოკითხვის შემდეგ ვაკეთებთ რამდენიმე ნევროლოგიურ პოზიციურ ცდას, რომელიც გვეხმარება, განვსაზღვროთ ცენტრალურია ეს პრობლემა თუ პერიფერიული. ამ ცდების შემდეგ კი ვიწყებთ უშუალოდ ვიდეონისტაგმოგრაფით გამოკვლევას. აღნიშნული აპარატი თვალის ნისტაგმით სვამს დიაგნოზს.

როგორ ტარდება ვიდეონისტაგმოგრაფია?

კვლევის დროს პაციენტს ვუკეთებთ ვიდეოსთვალეს, რომელშიც მოთავსებულია ორი ინფრაწითელი ვიდეოკამერა. სათვალე არის დახურული და პაციენტი იმყოფება სიბნელეში. ჩვენ კი ეკრანზე ვხედავტ მისი თვალის მოძრაობას და ნისტაგმს. აპარატი მაღალტექნოლოგიურია და მას შედეგები ციფრების სახით გამოაქვს ეკრანზე. გამოთვლა ხდება სპეციალური ფორმულების მეშვებოთ და ჩვენ ვიღებთ ციფრულ მონაცემებს. ამ ციფრების საშუალებით კი ხდება დიაგნოზის დასმა პერიფერიულია თავბრუსხვევა თუ ცენტრალური. თუ პერიფერიულია, ცალმხრივია ის თუ ორმხრივი. დაიგნოზის შემდეგ კი ხდება პაციენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტთან გადამისამართება. არის თავბრუსხვევის ტიპები, როდესაც სპეციალური ვარჯიშებით აქვე, ვიდეონისტაგმოგრაფიის შემდეგ ვაგვარებთ პრობლემას.

რა შემთხვევაში შეიძლება მოგვარდეს თავბრუსხვევის პრობლემა ადგილზევე, გამოკვლევის ჩატარების შემდეგ?

თუ დიაგნოზი არის კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუსხვევა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება მარტივი ვარჯიშის შედეგად არის შესაძლებელი.

ამ დაავადების ძირითადი სინდრომი არის ძლიერი თავბრუსხვევა გულის რევის შეგრძნებით ან ღებინებით. თავბრუსხვევა ხშირად იწყება ძილის დროს. ის შეიძლება გაგრძელდეს წამები და ხანგრძლივი რემისია მოჰყვეს, თუმცა პოზის უეცარი შეცვლის შედეგად თავბრუსხვევა ისევ განმეორდეს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, პაციენტები მიმართავენ ხოლმე ნევროლოგს, რომელიც დიაგნოსტირებისთვის არაერთ ძვირადღირებულ პროცედურას, მათ შორის მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას, ნიშნავენ. რეალურად კი ნისტაგმოგრაფიის ჩატარებაა საჭიროდა იმის დანახვა, თუ რა ემართება ნისტაგმს პოზიციის შეცვლის დროს. ამ შემთხვევაში თავბრუსხვევა იწვევს კალციუმის კრისტალები,რომლებაც ნახევარ რკალოვან არხებში აქვთ თავისი ადგილი, მაგრამ საკუთარი ადგილი დატოვებული აქვთ და დაცურავენ ენდოლიმფაში. სპეციალური ვარჯიშებითა და მანევრებით შესაძლებელია კრისტალები საკუთარ ადგილზე დავაბრუნოთ და პრობლემაც მოვაგვაროთ.

ვისთვის არის რეკომენდებული ნისტაგმოგრაფიის ჩატარება?

უნდა მოგვმართოს პაციენტმა, ვისთვისაც თავბრუსხვევა შემაწუხებელი პრობლემაა. მსუბუქი თავბრუსხვევა შეიძლება უბრალოდ ჰემოგლობინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული და სისხლის ანალიზის გაკეთებაც საკმარისი იყოს დიაგნოზის დასასმელად. ამ კვლევაზე უნდა მოგვმართონ პაციენტებმა, რომლებსაც ხშირად აწუხებთ უეცარი მოძრაობის დროს თავბრუსხვევა, პარალელურად უგუბდება ყურები და ესმით ხმაური ყურებში. არის საკმაოდ მწვავე შემთხვევები, როდესაც პაციენტი დროულად არ მოგვმართავს, მერე სასწრაფო დახმარების საშუალებით უწევს ჩვენამდე მოსვლა.

როგორც წესი ამ ჩივილებით პაციენტები ნევროლოგს მიმართავენ ხოლმე და სწორედ ის ამისამართებს ვიდეონისტაგმოგრაფიაზე. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით ცოდნა გაიზარდოს როგორც თავად პაციენტებში, ისე სამედიცინო წრეებში, რომ დროული გადმომისამართება მოხდეს.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ვიდეონისტაგმოგრაფია რა აპარატით კეთდება?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ამ კვლევის ჩატარება ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. შევიძინეთ უახლესი წარმოების გერმანული ბრენდის Otopront-ის აპარატი, რომელშიც ბევრი სხვა აპარატისგან განსხვავებით ორი ვიდეოკამერაა ჩამონტაჟებული და ორივე თვალზე ერთდროულად არის შესაძლებელი კვლევის ჩატარება. პირადად მე, ლიეტუვაში კაუნასის საუნივერსიტეტო კლინიკაში გავიარე ტრენინგი ამ მიმართულებით და შევისწავლე აღნიშნული აპარატით მუშაობა. ვგეგმავთ, რომ ეს მიმართულება მაქსიმალურად განვავითაროთ და დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდი შემოვიკრიბოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე გვაქვს ფასდაკლება და ნისტაგმოგრაფია 300 ლარის ნაცვლად 200 ლარად კეთდება.

კვლევაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები

წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი - ვებსტერი (Webster University) საქართველოში შემოდის

ინოვაცია თმის გადანერგვაში – სიახლე, რომელსაც კლინიკა „დეამედი“ ახორციელებს