ავტორი:

ლუგარის ცენტრში ახალი ტიპის კორონავირუსის გამოვლენას შეძლებენ

ლუგარის ცენტრში ახალი ტიპის კორონავირუსის გამოვლენას შეძლებენ

საქართველოს, კონკრეტულად კი ლუგარის ცენტრს, სავარაუდოდ, ხვალ უკვე ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულო ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პარტნიორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა.

"ჩინეთში სერიოზული ეპიდსიტუაციაა. დღევანდელი დილის მონაცემებით, რომლითაც ჩვენ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვთანამშრომლობთ, გახლავთ 17 205 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში, აქედან სამწუხაროდ, არის 361 გარდაცვალების შემთხვევა. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 475 ადამიანი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა რიცხვში შედის.

"ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკვირვების ქვეშ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სამივეს კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება, სამივე არის საქართველოს მოქალაქე, სამივეს აქვს ისტორია ჩინეთში სხვადასხვა პერიოდში ყოფნის.

ამავე დროს, ხვალიდან გვექნება 99.99 პროცენტის ალბათობით, ლუგარის ცენტრში ლაბორატორიული საშუალება, პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გამთენიისას გვექნება ალბათ ყველა რეაგენტი დამატებით, რაც საჭიროა შექმნილ სიტუაციაში, რაც დღეს ჩინეთში ცირკულირებს.

აღარ იქნება აუცილებლობა, რეფერალურ ცენტრებში სინჯების გადაგზავნის", - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოქალაქეებს, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით საჭირო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდა და მშობლებს ურჩია, თუ ბავშვებს ტემპერატურა ექნებათ, სკოლაში არ გაუშვან.

ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული 29 წლის მამაკაცი შეიყვანეს - მას აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა

პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანას ითვალისწინებს

ტოიოტა ცენტრი თეგეტას სპეციალური შეთავაზება