ავტორი:

ბაღდათში ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 მცირეწლოვანია

ბაღდათში ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 მცირეწლოვანია

ბაღდათში ხანძარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევა წერეთლის ქუჩაზე მოხდა. საცხოვრებელ სახლში ოთხი ბავშვისა და ქალის ცხედრები იპოვეს. სავარაუდოდ, დაღუპულები არიან დედა და მისი შვილები. უცნობია, იმყოფებოდა თუ არა მათ გარდა ვინმე სახლში.

ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ბაღდათში სახლში, სადაც 6 ადამიანი დაიწვა, ხანძარი სავარაუდოდ, ბუხრიდან გაჩნდა

"ოჯახს ბაღდათის მერიამ გამოუყო საცხოვრებელი, თუმცა რატომ იმყოფებოდნენ ამჟამად ამ სახლში, ინფორმაცია არ გვაქვს" - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული