ავტორი:

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის განცხადებით, საქართველოში მშიერი ბავშვები არ არიან.

ამის შესახებ დეპუტატმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა:

"ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ მაგას. თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული. ეს ძველი მონაცემებია და იწყება 204 წლიდან" - განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა ჟურნალისტის იმ რეპლიკის პასუხად, რომ UNICEF-ის 2017 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს.

რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში 77 000 ბავშვი შიმშილობს და მმართველმა პარტიამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა.

ამ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნა, რომ ბავშვთა სიღარიბე პრობლემას წარმოადგენს მაგრამ არა ისე, რომ ქვეყანაში 77 ათასი ბავშვი შიმშილობდეს.

"2017 წლის შემდეგ ამ მიმართულებით კვლევა არ ჩატარებულა, არადა, ბოლო პერიოდში ბევრი მანამდე არარსებული აქტივობა განხორციელდა და იმედი მაქვს, რომ რეალური სურათი დღეს უკვე სხვა იქნება. სხვადასხვა პროგრამებთან ერთად დამატებით ამოქმედდა შობადობის წამახალისებელი პროგრამა, რომელიც რეგიონებში გულისხმობს ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვისათვის ყოველთვიურ დახმარებას ბარში 150 ლარის, ხოლო მთაში 200 ლარის ოდენობით, სანამ ბავშვი არ გახდება 2 წლის. პარალელურად ამისა მოქმედებს მთის სტატუსის მქონე დასახლებებში დამატებით I და II ბავშვზე ყოველთვიური დახმარება.

სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახებისთვის გარდა სოციალური მხარდაჭერისა, დამატებით გაიცემა თითოეულ ბავშვზე 50 ლარამდე დახმარება, რომელსაც 137 000 ბავშვზე მეტი ღებულობს. ოთხი და მეტშვილიანი ოჯახებისათვის მოქმედებს ელექტროენეგრიის სუბსიდირების პროგრამა, პარალელურად მოქმედებს კრიზისული ბავშვიანი ოჯახების დახმარება.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება, გირჩევდით პოლიტიკური ვაჭრობისათვის არ გამოიყენოთ სოციალური თემატიკა, მითუმეტეს ბავშვები" - აღნიშნა ხუნდაძემ.

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი მარგველაშვლი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის დაიბარა, თუ სააღდგომო წირვაზე წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო - ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს"