ავტორი:

52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა

52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში  - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა

ოსკაროსან მსახიობ ჯულია რობერთსის ღიმილზე უამრავი ადამიანია შეყვარებული და ეს მისი სავიზიტო ბარათია. თუმცა ახლა, როცა უკვე 52 წლისაა, ის ახერხებს, რომ თაყვანისმცემლები არა მხოლოდ ღიმილით, არამედ სხეულის შთამბეჭდავი ფორმებითაც გააოცოს.

სამი შვილის დედა მართლაც ფანტასტიკურ ფორმაშია, რასაც Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი პაპარაცული ფოტოებიც ადასტურებენ. ფოტოებზე ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმშია აღბეჭდილი.

როგორც გამოცემა წერს, ჯულია ოჯახთან ერთად მექსიკაში, პუერტო ვალარტაში ისვენებს, კადრებზე ჩანს, რომ მსახიობი აუზის პირას მეუღლისა და შვილების გარემოცვაშია და დროს შესანიშნავად ატარებს, თუმცა პაპარაცები ასეთ დროსაც არ ტოვებენ.

ახალ ფოტოებზე ჯულიას მუქი ლურჯი საცურაო კოსტუმი აცვია და თავის ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება. ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ ჯულიას ტატუც, რომელიც მსახიობს ზურგზე აქვს. Daily Mail წერს, რომ ჯულიას შვილებისა და ქმრის სახელების ინიციალები აქვს ტატუირებული.

ჯულია რობერტსი ოპერატორ დენი მოდერზეა დაქორწინებული და სხვა ვარსკვლავური წყვილების ურთიერთობისგან განსხვავებით, მათი თანაცხოვრება უკვე წლებია იდილიურია. ჯულიამ და დენმა ერთმანეთი 2001 წელს, ფილმ "მექსიკელის“ გადაღების დროს გაიცნეს, 2002 წელს დაქორწინდნენ და მას შემდეგ ერთად არიან. 2018 წელს ჯულიამ საჯაროდ აღიარა, რომ დენი დანახვისთანავე შეუყვარდა.

წყვილს სამი შვილი ჰყავს. 2004 წელს ტყუპი - გოგონა და ბიჭი შეეძინათ, ხოლო 2007 წელს კიდევ ერთი ვაჟი გააჩინეს.

ჯულია რობერტსი ქმართან და შვილებთან ერთად

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება

Nile Rodgers & Chic-ი „ბლექ სი არენას“ სცენას 18 ივლისს დაიკავებს!

ბრედ პიტისა და რეჯინა კინგის ცეცხლოვანი კოცნა "ოსკარის“ ცერემონიაზე - კადრები, რომლებმაც ინტერნეტი "ააფეთქა“