ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი - პირველი მარტიდან "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე ჩემს შტაბს ვხსნი

მიხეილ სააკაშვილი - პირველი მარტიდან "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე ჩემს შტაბს ვხსნი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი მარტიდან "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე პირად შტაბს ხსნის. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

"პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა", - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ყველა რესურს და პოლიტიკურ გამოცდილებას მოახმარს, რომ ეს "უბედურება სწრაფად გადაილახოს".

"ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს.წელს ისინი დასრულდებიან! წელს საქართველო დაიწყებს დაჩოქილი მდგომარეობიდან ადგომას!წელს საქართველოში გათენდება და ქართველი ხალხი აუცილებლად გავა სამშვიდობოზე! დროის ათვლა დაწყებულია, ქართველი ხალხის და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებამდე!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

LIVE: "360 გრადუსი" - დაინფიცირებული მარნეულელი ქალის შვილი, ბიძინა კულუმბეგოვი, დიმიტრი შაშკინი

ინციდენტი ზუგდიდში - რა მოხდა ქალაქის ბულვარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის შტაბი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებდა

"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან