ავტორი:

9 თებერვლის ანგელოზის სავსემთვარეობა და მაგიური რიტუალი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის

9 თებერვლის ანგელოზის სავსემთვარეობა და მაგიური რიტუალი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის

9 თებერვალს, ლომის 21-ე გრადუსზე სუპერ სავსემთვარეობა გველოდება. ვინაიდან მთვარე მოახლოებულია დედამიწას, ასეთ დროს მთვარე 7 პროცენტით უფრო მკვეთრი გვეჩვენება და 15 პროცენტით უფრო გაზრდილი. 2020 წელს 4 ასეთი სავსემთვარეობა გველოდება.

შეგახსენებთ, რა არის სავსემთვარეობა. ეს არის მოვლენა, როცა დედამიწა მზესა და მთვარეს შორის დგება.

სავსემთვარეობისას, გამძაფრებულია ჩვენი ემოციები, ქვეცნობიერი, მოქმედებს ჩვენს ადაპტაციაზე, რეაქციაზე. იმაზე, რასაც ვგრძნობთ და განვიცდით. სავსემთვარეობისას განსაკუთრებულად ემოციურები არიან მანდილოსნები, ბავშვებიც და ემოციური ადამიანები. ამიტომ, სასურველია, ყველამ ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ ჰარმონიულები.

თებერვლის სავსემთვარეობა ხვდება ლომი-მერწყულის ღერძზე. ლომი კი, მოგეხსენებათ, ბავშვების თემასაც განაგებს. აგრეთვე, შემოქმედებას. ან პროექტს, რომელსაც შვილად მიიჩნევთ. კარგი დღეა არტთერაპიის მოსაწყობადაც. შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ლომს უყვარს სცენაზე ყოფნა, გართობა. მეტად უნდა გამოავლინოთ საკუთარი თავი. კარგია ახლობლებზე, შვილებზე ზრუნვაც. ინოვაციური იდეების განხორციელება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ლომი მონარქიაა, მერწყული - დემოკრატია. ამიტომაც არ უნდა დავარღვიოთ ზღვარი თავისუფლებასა და შეზღუდვას შორის.

ახლა ორი სიტყვით ვთქვათ, რატომაა ეს სავსემთვარეობა ანგელოზის. საქმე ისაა, რომ თეთრი მთვარე ახლა სასწორშია (ეს ნიშნავს, რომ ის ყველაფერს აკეთებს ლამაზად და იწრაფვის ჰარმონიისკენ, რომ ჩვენ შეგვიძლია კარგი ურთიერთობა განვავითაროთ სასიყვარულო ან საქმიან პარტნიორთან და ზუსტ და პოზიტიურ ასპექტს აკეთებს სავსემთვარეობის ორ მთავარ მნათობთან - მზესთან და მთვარესთან. გარდა ამისა, ის კარგ პოზიციაშია ურანთან (მერწყულის მმართველი, რომელშიც ახლა მზე სტუმრობს), ლილიტთან და ვენერასთან. რაც კიდევ უფრო ააქტიურებს სასიამოვნო მომენტებს და აბათილებს ცუდს, რაც ურანსა და ლილიტს შეეძლო გამოეწვია, ვენერასთან კავშირით. მოწოდებული ვართ, რომ სიყვარულის სახელით არ შევუზღუდოთ სხვა ადამიანს თავისუფლება და მივცეთ უფლება იყოს ისეთი, როგორიცაა და არ ვეცადოთ მისი უკეთესობისკენ შეცვლას (ჩვენი აზრით). სასურველია, სავსემთვარეობაზე ან წინა დღეს და მის მომდევნო დღესაც კი, გამონახოთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ამით, კიდევ უფრო დადებითი ენერგიით დაიმუხტებით.

სავსემთვარეობამდე ერთი დღით ადრე, - 8 თებერვალს პლანეტა ვენერა გადავიდა ვერძის ზოდიაქოში და ზუსტი შეერთება გააკეთა ლილიტთან (ასპექტის მნიშვნელობას 12 თებერვლამდე შევიგრძნობთ). მოიმატებს ილუზიები, განცდები და ცდუნების სურვილი. ვერძს იმდენად უყვარს, რომ ადამიანს აიძულებს იყოს საყვარელი. შეუძლია იყოს აგრესიულიც. გადამეტებულმა სიყვარულმა შეიძლება უსიამოვნებაც კი გამოიწვიოს სხვა ადამიანში. ეცადეთ, პიროვნებას სცეთ პატივი, მის გრძნობებს და არ "შეჭამოთ" თქვენი სიყვარულით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სავსემთვარეობა აგრესიული არაა, მთავარია, სიყვარულით არ დაახრჩოთ თქვენი საყვარელი ადამიანი.

შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია გსურდათ, მაგრამ არა ზუსტად სავსემთვარეობისას, შეიძლება მეორე დღესაც. 17 თებერვლამდე გააფორმეთ ხელშეკრულებები, გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, დანიშნეთ გასაუბრება, შეგიძლიათ შეიძინოთ სასურევლი ნივთებიც (ელექტრო), რადგან რეტროგრადული (უკან მავალი) მერკურის დროს შეფერხდება მიმოსვლა, გარშემო მყოფებისთვის აზრის სწორად მიწოდება და გაგება - მათი მხრიდან. ალბათ უკვე იცით, რომ 3 თებერვალს პლანეტა მერკური გადავიდა თევზების ზოდიაქოში და იქ დარჩება 11 აპრილამდე. 17 თებერვლიდან 10 მარტამდე კი ის რეტროგრადული იქნება.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა

ზოგადად ყველაზე, მაგრამ ძირითადად მზით ლომებზე, მშვილდოსნებისა და მერწყულებზე. ყურადღება მართებთ მათაც, ვინც დაიბადა კუროს, ლომის, მორიელის ან მერწყულის ზოდიაქის ნიშნით. უფრო კონკრეტულად კი შემდეგ პერიოდში დაბადებულებს: 7-12.02; 9-14.05 და 11-15.11. აგრეთვე, მათზე, ვისაც პირად რუკაში აღმავალი და დაღმავალი წერტილები აქვთ ლომისა და მერწყულის ღერძზე. მათზე, ვისაც ასცედენტი აქვს ლომის, მშვილდოსნის და ვერძის ნიშანში. სასიამოვნო სავსემთვრეობა კი ელით შემდეგ პერიოდში დაბადებულებს: 11-16.08; 8-13.04 და 10-15.12.

  • ახლა კი ცოტა სასიამოვნმო და მაგიურ რიტუალებზე გადავიდეთ...

თუ სავსემთვარეობაზე რაიმესგან გათავისუფლება გსურთ, ჩამოწერეთ სურვილი ფურცელზე, დაახლოებით, შემდეგი ფორმულირებით:

1. მე მარტივად და ჯანმრთელობობისთვის სასარგებლოდ გავთავისუფლდი ზედმეტი 5 კილოგრამისგან;

2. მე მარტივად დავანებე თავი სიგარეტის მოწევას;

3. მე მარტივად გავთავისუფლდი ყველა წყენისგან.

სურვილების ჩამოწერის შემდეგ ფურცელი უნდა დაწვათ და სანამ ცეცხლი უკიდია, წარმოიდგინოთ, როგორ იფერფლება ის, რაც აქამდე გაწუხებთ.

  • სავსემთვარეობისას (და ყოველთვის, როცა უსიამოვნება, შფოთი ან შიში შეგიპყრობთ) წარმოსათქმელი აფირმაცია:

"ჩემი შინაგანი სამყარო აღსავსეა სიმშვიდით, მე არსად ვჩქარობ, არაფერზე ვნერვიულობ. ერთადერთი, მისია მაქვს, დავტკბე ყოველი წამით, ჩემი ცხოვრებით და სიხარულით გავატარო ყოველი დღე".

რუსი მინისტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გასასინჯად სათხილამურო სათვალით მივიდა

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან