ავტორი:

იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია, ჩინეთში კი დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია, ჩინეთში კი დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე კორონავირუსის დამატებით 60 შემთხვევა დადასტურდა. გემზე, რომელიც იაპონიის დედაქალაქის სამხრეთით კარანტინშია გაჩერებული, მთლიანობაში ვირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. კრუიზზე დაახლოებით 3700 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2 670 მგზავრია.

ცნობისთვის, კიდევ ერთ გემზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც ჰონგ-კონგში იყვნენ საკარანტინოდ გაჩერებული, კრუიზის დატოვების საშუალება მას შემდეგ მისცეს, რაც 3600-პირის ანალიზებმა კორონავურუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

შეგახსენებთ, ჩინეთში, ახალი კორონავირუსით ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 97 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 908-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ამ დრომდე ვირუსით დაინფიცირების 40,171 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი გაემგზავრა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ მწვავე რესპირატორული სინდრომის, SARS-ის, შედეგად 2002-2003 წლებში დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა.

"კორონავირუსის პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს მზად" - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

უხანელი ექიმები თმას იპარსავენ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ

ფეხბურთის მეფეს სიარული აღარ შეუძლია - პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დეპრესია სტანჯავს