ავტორი:

ჩინეთში მამაკაცი COVID-19-სგან განსხვავებული ვირუსით გარდაიცვალა - რა არის ჰანტავირუსი?

ჩინეთში მამაკაცი COVID-19-სგან განსხვავებული ვირუსით გარდაიცვალა - რა არის ჰანტავირუსი?

ჩინეთში მამაკაცს, რომელიც ავტობუსში გარდაიცვალა, COVID-19-სგან სრულიად განსხვავებული ვირუსი, ჰანტავირუსი აღმოაჩნდა. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლობის ცნობით, ეს არის ვირუსი, რომელიც ხშირად ლეტალურად სრულდება და კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.

შემთხვევა ჩინეთის იუნანის პროვინციაში მოხდა, მამაკაცი სამსახურში მიდიოდა, რა დროსაც ტრანსპორტში გარდაიცვალა.

გამოცემა New York Post წერს, რომ გარდაცვლილს ჰანტავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც, ავტობუსის ყველა, 32-ვე მგზავრს ჩაუტარეს ვირუსზე ტესტი. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში, მათ შორის საქართველოშიც პანიკა მოჰყვა. ზოგიერთ ქართულ საიტზე ალბათ, თქვენც ნახეთ ცნობა იმის შესახებ, რომ "ჩინეთში ახალი ვირუსი გამოჩნდა“. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ჰანტავირუსი ახალი არაა და პირველად ის აზიის ქვეყნებში 1950 წელს გამოვლინდა.

ამის შესახებ ექსპერტებმა უკვე გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ეს დაავადება ადამიანებში ძალიან იშვიათად ვლინდება.

"ჰანტავირუსი პირველად 1950 წელს გამოვლინა კორეაში. ის ვრცელდება ვირთხებისგან და თაგვებისგან, თუ ადამიანი შეჭამს მათ. ადამიანიდან ადამიანზე გადადება არის ძალიან იშვიათი“ - წერს „ტვიტერის“ პირად გვერდზე შვედი მეცნიერი, ექიმი სუამია შაიქი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">The <a href="https://twitter.com/hashtag/Hantavirus?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Hantavirus</a> first emerged in 1950s in the American-Korean war in Korea (Hantan river). It spreads from rat/mice if humans injest their body fluids. Human-human transmission is rare. There were even vaccines developed for it. Please do not panic, unless you plan to eat rats.</p>&mdash; Dr Sumaiya Shaikh (@Neurophysik) <a href="https://twitter.com/Neurophysik/status/1242453335334158340?ref_src=twsrc%5Etfw">March 24, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ჰანტავირუსი იშვიათია, მაგრამ სიკვდილიანობის მაღალი პროცენტულობა ახასიათებს. კერძოდ - 38%.

მათივე ცნობით, გარდა ვირთხის ხორცის ჭამისა, ის შეიძლება გამოიწვიოს ინფიცირებული ვირთხის, ან თაგვის ნაკბენმაც. ახასიათებს ახალი კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ხველება და სუნთქვის გართულება.

აშშ-ში ადამიანებს შორის ჰანტავირუსის გადადების შემთხვევა არ არის დაფიქსირებული - წერს ნიუ იორკ პოსტი. გამოცემა ამერიკის დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იმასაც აღნიშნავს, რომ წარსულში ჩილესა და არგენტინაში ჰანტავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია - "წვიმა მოვიდა, რაც ძალიან დაგვეხმარა. რადიაცია ნორმაშია"

ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

რა საფრთხეს შეიცავს ჩერნობილის ხანძარი, რომელიც რადიაციულ ზონას უახლოვდება