ავტორი:

კიანუ რივზის დედამ წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები დაჩრდილა - 76 წლის პატრიცია ტეილორის შთამბეჭდავი ვიზუალი

კიანუ რივზის დედამ წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები დაჩრდილა - 76 წლის პატრიცია ტეილორის შთამბეჭდავი ვიზუალი

მსახიობი კიანუ რივზი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძალიან კეთილი, სასიამოვნო ადამიანია და მთელს მსოფლიოში ამდენი თაყვანისმცემელი ტყუილად არ ჰყავს. 55 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავმა ოსკარით დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე 76 წლის დედა, პატრიცია ტეილორი მიიყვანა.

ფანებს არ გამოჰპარვიათ როგორი გულისხმიერი და თბილი დამოკიდებულება ჰქონდა დედა-შვილს ერთმანეთის მიმართ.

კიანუსა და პატრიციას ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და წლევანდელი ოსკარის ცერემონიის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მოწონებულ და გაზიარებულ ფოტოებად იქცა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები პატრიციას სურათების კომენტარებში წერენ, რომ საღამოს მთავარი ვარსკვლავი სწორედ ის იყო და რომ მან ვარსკვლავები "დაჩრდილა".

76 წლის პატრიცია ტეილორი კოსტიუმების მხატვარი და დიზაინერია და მას თავისივე დიზაინით შექმნილი სამოსი ეცვა.

ნახეთ კიანუ რივზისა და პატრიცია ტეილორის ფოტოები 2020 წლის ოსკარის ცერემონიის წითელი ხალიჩიდან:

"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს პლატონური სიყვარულის ამბავი

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ