ავტორი:

"გიგი, სანდრო, თქვენი სიყვარული მოერევა ყველა განსაცდელს..." - ლელა კილაძე ყოფილი მეუღლის და შვილის ემოციურ ფოტოს ავრცელებს

"გიგი, სანდრო, თქვენი სიყვარული მოერევა ყველა განსაცდელს..." - ლელა კილაძე ყოფილი მეუღლის და შვილის ემოციურ ფოტოს ავრცელებს

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას ხელახალი პატიმრობის განაჩენს მისი ყოფილი მეუღლე ლელა კილაძე ეხმაურება. კილაძე ყოფილი მეუღლის და მათი საერთო შვილის, სანდრო უგულავას ერთობლივ ფოტოს ავრცელებს ემოციური წარწერით:

"გიგი, სანდრო, თქვენი სიყვარული მოერევა ყველა განსაცდელს... ძალიან მალე ისევ ერთად იქნებით! ბოროტება არის ხანმოკლე, სიყვარულს და სიკეთეს არ აქვს დასასრული. გიგი შენ ძალიან კარგი ადამიანი და ძლიერი კაცი ხარ. კიდევ ერთხელ გაუძელი, იქიდან ათასჯერ უფრო ძლიერი დაუბრუნდები!" - წერს ლელა კილაძე.

უგულავას ამხნევებენ მეგობრები და გულშემატკივრები:

"წიგნები თუ დაგჭირდეს, შემომითვალე. სხვა არ ვიცი რა გითხრა, მშვიდად იყავი!"

"გიგი შენ ესენი ვერ გაგტეხენ და ეს გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდებათ!!!"

"ყველაფერი ჩაივლის გიგი! კაცი ხარ ძაან მაგარი"

"ყველაფერი რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! სოლიდარობა გიგის!!"

"ბევრ თავისუფლებაზე მყოფზე თავისუფალი იქნები ციხეშიც! ეხლა უფრო მეტად გაფასებ!"

"გიგი, ძლიერი, შეუპოვარი და დაუმარცხებელი ხარ!!!! შენს გვერდში ვართ!" - წერენ გიგი უგულავას "ფეისბუქის" გვერდზე მისი გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა შეუფარდა.

"მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი და ა.შ. მომზადებული მაქვს. ბუნებრივია, მე ეს წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად, მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში" - ამ სიტყვებით მიმართა განაჩენის გაგების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სამართალდამცველებს.

"მაიამ და ლელამ რომ ნახეს ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი...“ - გუკა რჩეულიშვილი

"ღამით მარიამი გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს - ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

ლალი მოროშკინა კლინიკებს ვერცხლისებრი ევკალიპტის სადეზინფექციო ხსნარებით ამარაგებს