ავტორი:

"ვერ წარმომედინა, რომ კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა" - სააკაშვილი უგულავას დაკავებაზე

"ვერ წარმომედინა, რომ კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა" - სააკაშვილი უგულავას დაკავებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს - საქართველოში.

„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო აღფრთოვანება გიგი უგულავას გამბედაობის მიმართ. მე მას ვესაუბრე ტელეფონით და მინდა ვთქვა, რომ ის მართლაც იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას, იმდენად თავაწეული იყო და იმდენად ღირსებით სავსე. მაინც ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი ნორმებით, კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა. საქართველოში, როგორც ჩანს, ეს შესაძლებელია.

ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება. უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედებაა ეს და ერთი ერთზე მახსენებს (ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს) ასლან აბაშიძის ქმედებებს. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე.

ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია და ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რადგან ასე იქცევა - ძლიერია. არანაირი ძლიერი ეგ არ არის, არის უსუსტესი! მინდა გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინს (მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა), ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში“, - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე შეფასებით, ივანიშვილი უკვე დამარცხებულია.

„მისი პირველი მარცხი იყო, როდესაც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში და მთელი ის ჩაგონება, რომ მათი საქმე არაა პოლიტიკა და ეს ბინძური საქმეა - ხუხულასავით ჩამოეშალა და შეიქმნა ბევრი ახალგაზრდული ჯგუფი, რომლებიც იბრძვიან. მეორე დიდი მარცხი იყო, როცა პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია გაერთიანდა და მას არ დარჩა არცერთი პოლიტიკოსი და პრაქტიკულად „მეფე შიშველია". და მესამე დიდი მარცხი, ჩემი აზრით, არის ის, რომ უკვე აღარავის აღარ ეშინია მისი დაჭერების, როგორც გიგი წავიდა, ისე თავაწეული მიდის ხალხი ციხეში და ყველა ხვდება, რომ ეს არის ბოლო დღეები ამ „ყვარყვარე თუთაბერის". სულ მალე კი „მატროსოვი" გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, იმ პოლიტპატიმრების, ვინც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს და ამის გამო აგებინეს მათ პასუხი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ღამის მთავარში“, რომელსაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად აქვეყნებს.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

გახარია: "ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება"