ავტორი:

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

მისი განმარტებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ, 31 მარტის დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს:

  • კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება;
  • დასაშვებია გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი - წინ მძღოლი, ორი მგზავრი კი განთავსდება უკანა სავარძელზე;
  • ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით;
  • იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია;
  • საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აკრძალულია 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმარონ;
  • ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოძრაობაზე. ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება იკრძალება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ამასთან, გახარიას თქმით, მთავრობის მიერ მუშაობის ნება ეძლევათ კონკრეტულ საწარმოებს, რომლებსაც ექნებათ ცალკე პროტოკოლები, შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეკონომიკამ განაგრძნოს ფუნქციონირება და იმისთვისაც, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

"პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმითვე, შეიქმნა მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - ნათია თურნავა, ირაკლი ტაბაღუა

უმრავლესობის წევრები და მინისტრები მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა, ერთ-ერთ დეპუტატს კი კორონავირუსზე ტესტირება უკეთდება