ავტორი:

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები

დედამიწაზე სხვა გალაქტიკიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები რეგულარულად ფიქსირდება. ჩვენს პლანეტაზე რადიოსიგნალები უცხო გალაქტიკებიდან აქამდეც მოდიოდა, თუმცა მას რეგულარული სახე არასდროს ჰქონია.

როგორც CNN წერს, რადიოსიგნალი ყოველ 16 დღეში ერთხელ მეორდება. მეცნიერები გადაჭრით ვერ ამბობენ, თუ რასთან გვაქვს საქმე და ამ ეტაპზე მისი წარმომავლობის გასარკვევად ინტენსიურად მუშაობენ.

რადიოსიგნალები კანადის CHIME-ის ობსერვატორიაში დააფიქსირეს. თავდაპირველად, ოთხი დღის განმავლობაში სიგნალი დედამიწაზე ყოველ დღე, საათში ორჯერ მოდიოდა. შემდეგ კი შეწყდა, თუმცა 12-დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა და ახლა ყოველ 16 დღეში ერთხელ მოდის.

ახალი, ამოუცნობი რადიოსიგნალების წარმომავლობა დაზუსტებული არ არის. მეცნიერები რამდენიმე თეორიაზე მუშაობენ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, რადიოსიგნალების მიზეზი შეიძლება იყოს ახალი ვარსკვლავების დაბადება, ან ვარსკვლავების აფეთქების შედეგად წარმოქნილი ნეიტრონული ვარსკვლავები.

არსებობს თეორია იმის შესახებაც, რომ ყოველივე ჩვენზე გაცილებით უფრო მეტად განვითარებულ უცხოპლანატელებს უკავშირდებოდეს და ხელოვნურად შექმნილ სიგნალებს გზავნიდნენ დედამიწაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ამ უკანასკნელ თეორიას ყველაზე სკეპტიკურად უყურებენ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რადიოსიგნალი ერთი და იგივე ადგილიდან მოდის. ასტროფიზიკოსების განმარტებით, ახალ, ამოუცნობ სიგნალს დედამიწიდან 1.5 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული უცნობი გალაქტიკიდან ვიღებთ.

თავის მხრივ, რადიო აფეთქებები და დედამიწაზე რადიოსიგნალების მიღება უჩვეულო არ არის. პირველად მსგავსი რამ 2007 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინდელმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ეს სიგნალები სხვადასხვა კოსმოსური შეჯახებებიდან იყო წარმოქმნილი. და ამავდროულად, მაშინ რადიოსიგნალები რეგულარულად არ მეორდებოდა.

დედამიწაზე კოსმოსიდან 2015 წელსაც მოვიდა რადიოსიგნალი და მაშინაც კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველივე სწრაფ რადიოაფეთქებებს უკავშირდებოდა.

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს

გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე - "ღიპი - დედასთან პრობლემებია, უფულობა - მამასთან"

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"