ავტორი:

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პრემიერი მიუნხენშია, სადაც ლავროვიც იმყოფება - "არ გამოვრიცხავ, გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს"

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პრემიერი მიუნხენშია, სადაც ლავროვიც იმყოფება - "არ გამოვრიცხავ, გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს"

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენში იმყოფება კონფერენციაზე, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრება და არ არის გამორიცხული ლავროვმა გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.

დეკანოიძის თქმით, თუ ხელისუფლება რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით პრინციპულობას არ გამოიჩენს, ეს “მძიმე შეცდომა” იქნება.

"საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გააუქმოს, რომ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდეს.

ამასთანავე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება მიუნხენში კონფერენციაზე, ლავროვიც კონფერენციაზეა. ამავე დროს, ლავროვი ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები ლავროვმა გახარიასგან მიიღოს.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა, ლავროვის მეთაურობით, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გამოიჩენს პრინციპულობას კანონმდებლობისა და საკუთარი მოსახლეობის ნების გათვალისწინებით, რასაკვირველია, ეს იქნება იმაზე უფრო მძიმე შეცდომა, ვიდრე ეს იყო გავრილოვი. მე ვურჩევდი მათ, რომ ამას ნუ გაიმეორებენ”, - განაცხადა დეკანოიძემ.

"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში

LIVE: ალეკო ელისაშვილი "ნიუსრუმში"

რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება