ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც" - გიორგი რურუა

"ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც" - გიორგი რურუა

"ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც, - ამის შესახებ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი რურუა დასძენს, ნიკა მელიამ საპატიმრო ძალიან მალე უნდა დატოვოს.

"პარლამენტში ვინც შევიდა, იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას. მე ვფიქრობ, ეს წარმატებაა. ამნისტიის ერთი პუნქტი, რომ მოვისმინე საკანში, მეც ვერ მივხვდი რა იყო. მეც ჩემს თავზე ვიღებ, ეს შეგვეშალა, სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ დანარჩენი 4 მისაღებია.

ვფიქრობ, ის 4 პუნქტი უნდა მივიყვანოთ. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც", - განაცხადა გიორგი რურუამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური ლიდერების შეხვედრაზე?

"გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება" - კობა ნაყოფია