ავტორი:

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზება თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზება თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება

საქართველოში TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერის - „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური სეზონური შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებელს თებერვლის ბოლომდე შეეძლება.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტოიოტას მარკის ავტომობილის მფლობელ ფიზიკურ პირებს, ზამთრის სეზონზე, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად სთავაზობს.

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლა ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 90 ლარადაა შესაძლებელი, Corolla-ს მფლობელებისთვის - 100 ლარად, Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს კი ამ ტიპის მომსახურებას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ 125 ლარად გაუწევს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ისევე როგორც სხვა სათადარიგო ავტონაწილები და აქსესუარები გარანტირებულად უმაღლესი ხარისხისა და ორიგინალი წარმოებისაა. შესაბამისად, მათი ხარისხი გარანტირებულად დაცულია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში განმარტავს, რომ სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა ხელსაყრელი საშუალებაა მძღოლებისთვის, რათა მათ უმოკლეს დროში შეძლონ ავტომანქანის განახლება. გარდა ამისა, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ავტორიზებულ სერვისცენტრში მომხმარებელს მომსახურებას „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები გაუწევენ.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობის მსურველებმა უნდა მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ, 09:30-დან 18:00 საათამდე, დეტალური ინფორმაციისთვის კი დაუკავშირდენენ: 032 2511; 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com

ნივთები, რომლებიც ვალენტინობას სახლისთვის უნდა შეიძინო

ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორები BTU-ს მოწვევით, ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად თბილისის მეწარმეობის სამიტს უერთდებიან

Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო!