ავტორი:

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე, ხანძრის შედეგად, 100 კვადრატული მეტრი დაიწვა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე, ხანძრის შედეგად, 100 კვადრატული მეტრი დაიწვა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ე.წ. კეჩის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

დამწვარია ბაზრობის დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი, ცეცხლი მხოლოდ ადმინისტრაციის ოთახებზე გავრცელდა, შესაბამისად, მომხდარის შედეგად, არ დაზარალებულან მეწარმეები. ხანძრის შედეგად არ არიან დაშავებულებიც.

ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 40 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ კეჩის ბაზარი იწვის

მესტიის სოფელ ჭუბერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს