ავტორი:

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

პოლიტიკურ პლასტელინს, არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორ შეაფასებს ის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის პოლიტიკაში ბევრი ადამიანის ჩართვას მიესალმება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მე მივესალმები ამას. თუმცა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, გეტყოდით ჩემს პოზიციას - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების; მათ შორის სააკაშვილთანაც. მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კალაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება.

ბოკერიას თქმით, ამ დროისთვის მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, დაბალანსებული სისტემის მიღება და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაა.

„მივესალმები ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის გააქტიურებას ჩვენი ქვეყნისთვის ამ საერთო საფრთხის დროს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი, სამარცხვინო ლიდერი და მისი მასხარები ჰქვია. ბატონმა მარგველაშვილმა მანამდეც თქვა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რა ტიპის კოორდინაციაც ხდება, მასში ჩართვით დაინტერესებულია. ეს ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ კარგია.

მივესალმები ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას ამ ბრძოლის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული ამოცანაა, ივანიშვილის ჩამოცილებას ვგულისხმობ, ასევე პროპორციული, დაბალანსებული სისტემის მიღებას და ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანას“,-აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს მარგველაშვილი.

"სხვა ტესტები შემოვა ქვეყანაში... თუმცა PCR ტესტების, ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს" - კახა კალაძე

იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა, განთავსდება ბლოკ-პოსტები, გაკონტროლდება მანქანები - რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებები მკაცრდება - გუბერნატორი