ავტორი:

"გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს..." - რას წერს 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი

"გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს..." - რას წერს 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი

16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მ.კ-ს გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. 39 წლის მამაკაცი, რომელიც 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე.

"მთავარმა არხმა" გაავრცელა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს მკვლელობაში ბრალდებულის და მოკლულის დაპირისპირების კადრები.

როგორც კადრებიდან ირკვევა, მ.კ.-ს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და მის ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა რა უძღოდა წინ ფიზიკურ დაპირისპირებას, უცნობია. აღნიშნული კადრების საფუძველზე, ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება გადაუკვალიფიცირდეს, რადგან ის რეალურად თავს იცავდა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის, ნატა ქიტესაშვილის პოსტი, რომელშიც ის წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო და წერს, რომ მისი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა ამ ტრაგედიამ:

"თაზოს ფოტოები ვნახე და...მოვკვდი... საშვილიშვილო ცოდვა დაადებინა ჩემს ქმარს, ამ ულამაზესი ბიჭის... გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.

თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!

ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი...

ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია, დამიჯერეთ.

ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს... არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!" - წერს მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე.

მერაბ კ-ს შესახებ წერს მისი თანამებრძოლი, ყოფილი სამხედრო ერმალო ნემსაძეც.

"3 წელი ერთ ბატალიონში ვმსახურობდით, მინახავს ჭირშიც და ლხინშიც, როგორც ჯარში მიღებულია, მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს ვიცნობ და მქონდა თბილი, მეგობრული ურთიერთობა, ამიტომ თავს ვაძლევ უფლებას ორი სიტყვა ვთქვა მასზე.

არის ძალიან თბილი, კეთილი და ვაჟკაცი პიროვნება, არ ვიცი რა მოხდა გუდაურში, მაგრამ რა კადრებიც ვნახეთ, იქედან რომ ვიმსჯელოთ, ფაქტია კაცს 3-ჯერ თავს დაესხა 5-კაციანი ჯგუფი და უმოწყალოდ ცემდა. არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო 5 კაცში ერთს არ აღმოაჩნდა ელემენტარული ადამიანური სიბრალულის გრძნობა, რომ ბოლო-ბოლო ეყოფა და შევეშვათ. მით უფრო ვიცნობ ადამიანს და 3 წელი ოფიცერს ნაწყენი ჯარისკაცი არ ყავდა.

არის თუ არა მკვლელი? ალბათ ყველა ადამიანში იღვიძებს მკვლელი, როდესაც მისი სიცოცხლის წართმევას სხვა ცდილობს და ეს ბუნებრივი თავდაცვის ინსტიქტია. ზოგადად კი, მერაბს მკვლელის ბუნება არ გააჩნია არანაირი აგრესია, ამპარტავნობა, უსამართლობა მისგან არ წარმოშობილა.

მეეჭვება ისიც, რომ იარაღის ასაღებად წავიდა მანქანაში. როგორც ვიცი, გარიდებას ცდილობდა და მანქანასთან მისულს კიდე თავს დაესხნენ. ამდენჯერ ნაცემ კაცს თავდაცვის უფლებას თუ ართმევთ, მაშინ თქვენ დაგეცვათ. იმასაც ვერ ვიჯერებ რომ მოსაკლავად ესროლა თავდამსხმელებს, იმდენად კეთილი ბუნების წესიერი ადამიანია..." - წერს ყოფილი სამხედრო მკვლელობაში ბრალდებულზე.

რა მდგომარეობაში აქვს მაკო გომურს თვალი ბოლო ოპერაციის შემდეგ - "ქსოვილი მუცლიდან აიღეს"

"მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი" - ნათია ფანჯიკიძე

რას წერს პაციენტი, რომელიც ინფექციურის ბოქსირებულ პალატაშია: "ჩემს თვალწინ გახსნეს ახალი თეთრეული, გაანიავეს ოთახი..."