ავტორი:

რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები

რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც. კენჭისყრაში მონაწილეობა 7-მა დეპუტატმა არ მიიღო. რეგისტრაცია სულ 89 დეპუტატმა გაიარა, ხოლო შოთაძეს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს იმ დეპუტატებმა, რომლებმაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დატოვეს, მათ შორის დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

შოთაძის პირად ცხოვრებაზე მედიაში არასოდეს არაფერი დაწერილა. თუმცა როგორც ქონებრივ დეკლარაციაში არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე 31 წლის ნინო გოტიაშვილია. შოთაძის ოჯახის ფოტოები AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა.

რაც შეეხება მის ქონებრივ მდგომარეობას, "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, მეორედ არჩეული გენერალური პროკურორის სახელზეა მხოლოდ 2019 წელს ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, კერძოდ, დიღომში.

რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, მისი მეუღლის, ნინო გოტიაშვილის სახელზეა გაფორმებული. კერძოდ, ირაკლი შოთაძის მეუღლე ფლობს: 2016 წელს 100 000 დოლარად შეძენილ ბინას თბილისში. ასევე, თეთრიწყაროს სოფელი ალგეთში 1,1092 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულებაც არ არის მითითებული და ამავე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს შეადგენს...წაიკითხეთ სრულად

"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, ახლა 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები" - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა