ავტორი:

მაკა ასათიანი ბებია გახდა - რა დაარქვეს ახალშობილს დიზაინერის შვილმა და რძალმა

მაკა ასათიანი ბებია გახდა - რა დაარქვეს ახალშობილს დიზაინერის შვილმა და რძალმა

დიზაინერი მაკა ასათიანი ბებია გახდა. მისი უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მეუღლე ნანიკო კლდიაშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ.

ნანიკო კლდიაშვილის ორსულობას წყვილი დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა. ასევე არ იყო ცნობილი ბავშვის სქესი. ფეხმძიმე ნანიკომ პირველად ორი თვის წინ გამოაქვეყნა ფოტო ინსტაგრამზე.

ნანიკოს და კახის გოგონა 14 თებერვალს, ვალენტინობას შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში მოევლინა ქვეყანას. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მშობიარობამ კარგად ჩაიარა, დედა-შვილი თავს იდეალურად გრძნობს და უკვე სახლშიც გაეწერა. ნანიკომ ახალშობილის ფოტო "ინსტაგრამის" "სთორიში" გამოაქვეყნა.

ახალშობილს ლეა დაარქვეს. როგორც წყარო გვიყვება, მაკა ასათიანი მოუთმენლად ელოდა როდის გახდებოდა ბებია და ბევრისგან განსხვავებით, ვისაც არ უნდათ, რომ შვილიშვილმა ბებია დაუძახოთ, ერთი სული აქვს როდის დაუძახებს პატარა ბებიას.

კახი ჟორდანიამ და ნანიკო კლდიაშვილმა სამი წლის წინ იქორწინეს და ჯვარი თბილისში, ქაშუეთის ტაძარში დაიწერეს.

წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობს. კახი ბიზნესმენია და ერთი წლის წინ ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ "დენ ბოსხის" მფლობელი გახდა. ნანიკო კი შვეიცარიაში სწავლობს.

როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან ნაომი კემპბელი - ასე ჩაცმული "შავი ავაზა" აქამდე არ გინახავთ

„დიდი სცენის“ 12, 13, 14 და 15 მარტს ჩანიშნული ქასთინგები კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით გაუქმდა

"ჩემი ნება რომ იყოს, ელვირს დავაჩაგვრინებდი ფატმანს" - სოფო ჭოხონელიძე ჩცდ-ს იდუმალი პერსონაჟისა და ცნობილი ოჯახის შესახებ