ავტორი:

ქიქოძის ქუჩაზე ერთ-ერთი რესტორანთან, სადაც ვანო მერაბიშვილი იმყოფება, აქცია მიმდინარეობს

ქიქოძის ქუჩაზე ერთ-ერთი რესტორანთან, სადაც ვანო მერაბიშვილი იმყოფება, აქცია მიმდინარეობს

ქიქოძის ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია",- ახალგაზრდებს თან აქვთ ამ შინაარსის ტრანსფარანტები, რომლებიც აცხადებენ, რომ რესტორანში ვანო მერაბიშვილი იმყოფება და მას მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემენ .

"ჩვენ გვინდა, რომ კომფორტის ზონა არ ჰქონდეს მერაბიშვილს. ის არის მკვლელი. მას არ მოუხდია მაგალითად სასჯელი გია კრიალაშვილის საქმეზე, ჩვენ ვითხოვთ გამოიძიონ ეს დანაშაულები. კიდევ ერთი, გთხოვთ, "ქართული ოცნების" აქტივისტებად ნუ გამოგვაცხადებთ ნურავის, სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ვართ",- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შაკო კუჭაშვილი "ინტერპრესნიუსთან."

აქციაზე იმყოფებოდნენ გულიკო გამცემლიძე, ია მეტრეველი, ლია კრიალაშვილი და მანანა ვაზაგაშვილი. ამ დრომდე რესტორანთან რჩებიან ახალგაზრდები.

თბილისის ზოოპარკი ჰიპოპოტამი ბეგისთვის "ცოლებს" ჩამოიყვანს - "გვინდა, რომ გავამრავლოთ"

გაიცანით ვანო მერაბიშვილის შვილები - საინტერესო ფაქტები ექს-პრემიერის ოჯახურ ცხოვრებაზე

"კარგად ესმის და კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს" - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე