ავტორი:

გაიცანით ვანო მერაბიშვილის შვილები - საინტერესო ფაქტები ექს-პრემიერის ოჯახურ ცხოვრებაზე

გაიცანით ვანო მერაბიშვილის შვილები - საინტერესო ფაქტები ექს-პრემიერის ოჯახურ ცხოვრებაზე

2091-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა გუშინ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" ხერხემლად წოდებული ყოფილი პრემიერი და კიდევ უფრო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. მან სასჯელი რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის მოიხადა.

ვანო მერაბიშვილი "ვარდების რევოლუციით" მოსულ ხელისუფლებაში ყოველთვის მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. ვანოსთან ერთად პოპულარული იყო მისი მეუღლეც თაკო სალაყაია, რომელიც წლების წინ, ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი იყო და მაშინდელ ვარსკვლავებთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. სალაყაია იყო მეჯვარე ხათუნა ჟორდანიასი, როდესაც მან ზურა ხაჩიძეზე ჯვარი დაიწერა. თუმცა მაშინდელ ხელისუფლებაზე განაწყენების შემდეგ ხაჩიძე-ჟორდანიას წყვილი მერაბიშვილის ოჯახზე საუბარს თავს არიდებდა.

თაკო სალაყაიას ბომონდური სამეგობროდან ბოლომდე სოფო ნიჟარაძე, ნინო ჩხეიძე, თიკო სადუნიშვილი, ნინა წკრიალაშვილი და ლელა კილაძე შემორჩნენ... სანდრო გირგვლიანის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ თაკო სალაყაია გახლდათ, იგი მედიისთვის ჩაიკეტა და მას შემდეგ ინტერვიუ არასოდეს აღარ მიუცია. თუმცა პერიოდულად დღემდე ვრცელდება მედიაში სალაყაიას გართობის ფოტოები.

ვანო მერაბიშვილი მეუღლეზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა. 17 წლის იყო თაკო სალაყაია, როდესაც 31 წლის პოლიტიკოსმა მასზე იქორწინა. მალე პირველი შვილი მიშო შეეძინათ.

"მე მომწონდა ეს სახელი. დღეს ბევრი ადამიანი ამბობს, შვილს სააკაშვილის სახელი დავარქვიო. ძალიან მომწონს მიშა სააკაშვილი, თუმცა ადრე უფრო მომწონდა. არჩევნების დროს ვაკეში მიშას დიდი პლაკატი იყო გაკრული და ისე მომწონდა, ხშირად ვიდექი და ვუყურებდი. მაშინ უკვე ფეხმძიმედ ვიყავი. შემდეგ უკვე ვთქვი, რომ ჩემს შვილს აუცილებლად მიშას ან მიშოს დავარქმევდი. მე და ვანომ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ვანოს არ უნდოდა, შვილისთვის მეფის სახელები დაგვერქმია. მიშა კი ისეთი სახელი იყო, რომელიც ორივეს მოგვწონდა და, რა ვქნა, დღეს ჩემს შვილს სააკაშვილის სახელი ჰქვია. სხვათა შორის, არჩევნებზეც იყო ჩემი შვილი წასული, სპორტულები ეცვა, რომელზედაც მე-5 ნომერი ეწერა. პრეზიდენტი ამბობს, ეს ბავშვი დიდი კაცი გაიზრდებაო (იცინის). ვნახოთ..." - ამბობდა 2004 წელს თაკო ჟურნალ "რეიტინგთან" ინტერვიუში.

თაკო სალაყაია შვილებთან, მიშოსთან და დათუნასთან ერთად

მიშო და დათუნა მერაბიშვილები

თაკო სალაყაია და მიშო მერაბიშვილი - 2014 წლის ფოტო

წყვილს მეორე შვილი, დათუნა 2009 წელს შეეძინათ. ბავშვი 4 წლის იყო როდესაც მერაბიშვილი დააკავეს.

"ახლა დიდი და ჩამოყალიბებული ადამიანია, ჩემი შვილი უნდა გავიცნო" - ამბობს, 6 წლისა და 9 თვის შემდეგ ციხიდან გამოსული მერაბიშვილი უმცროს შვილზე. მამის თქმით, უფროსი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს და ჯერჯერობით მამა მხოლოდ ვიდეოზარის საშუალებით ნახა.

დათუნა მერაბიშვილი

მეუღლის დაჭერის შემდეგ არსად არ ჩნდება თაკო სალაყაია. თუმცა როგორც ამბობენ, საყვარელ საქმიანობაზე, გართობასა და სიმღერაზე უარს არ ამბობს. 2011 წელს გიო ხუციშვილთან ერთად დუეტი "არ მოუყვე არავის" ჩაწერა, რომელიც გიო ხუციშვილისა და უცნობი გოგონას სახელით ტრიალებდა რადიოში.

"3 პაციენტი პრობლემურია... ერთი 80 წელზე მეტისაა და აქვს თანმხლები დაავადება" - მარინა ეზუგბაია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 40-მდე გაიზარდა

მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები დროებით იხურება